Thumbnail
  • The Spectator-ის ორიგინალური იდეა 6 ერის რეფორმისთვის
  • ორჯერ ალტონი: ეს იდეა ელიტას შიშის ზარს დასცემს

როჯერ ალტონი Observer-ისა და Independent-ის ყოფილი რედაქტორია, ახლა მას ბრიტანული გამოცემის, The Spectator-ის სპორტული სვეტი მიჰყავს. "როგორ გავაცოცხლოთ ევროპული რაგბი" - ამ სვეტში ალტონი ექვსი ერის პირველობის ორ ტურს აჯამებს და რაგბის სამყაროს იდეას სთავაზობს, სვეტს ელტონი კრიკეტის მიმოხილვით ასრულებს.

The Spectator: როგორ გავაცოცხლოთ ევროპული რაგბი

"არაფერია რომში სარაგბო მატჩზე დასასწრებად ჩასვლაზე კარგი, მაგრამ, დროა, იტალია მეორე დივიზიონში "ჩავიდეს" მის დარ გუნდებთან სათამაშოდ, რომ მოგებების გემო გაიხსენოს. 

მოკლედ, აი, გეგმა, როგორ შევცვალოთ ევროპული რაგბის სტრუქტურა: ვიწყებთ სამი 5-გუნდიანი დივიზიონით - ჩემპიონშიპი (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი და შოტლანდია); ჩელენჯერი (იტალია, ესპანეთი, საქართველო, რუმინეთი და პორტუგალია) და III დივიზიონი (გერმანია, ბელგია, შვეიცარია, რუსეთი და ნიდერლანდები). ყოველ სეზონში დივიზიონებში შორის ერთი ადის, ერთიც ჩადის. ეს დიდ შიშს გააჩენს ელიტაში, ამიტომაც, ალბათ, არასდროს დათანხმდებიან ამას. სწორედ ამიტომაც, ვერ განვითარდება რაგბი, მაგრამ საწვიმარი ქურთუკის მოცმა და ლისაბონის ან თბილისის ქუჩებში გადაკარგვა ისეთივე სახალისო უნდა იყოს, როგორც კარდიფშია".

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა ზედიზედ 29 მატჩი დათმო ექვსი ერის პირველობაზე. იტალიელების სუსტი თამაშის ფონზე სულ უფრო იზრდება იმ ექსპერტების, მოთამაშეების და ფანების რიცხვი, ვინც ტურნირზე პლეი ოფის ან გავარდნა/აღზევების სისტემის მომხრეა. როჯერ ალტონის შემოთავაზება ორიგინალურობით გამოირჩევა. 

📋 მეტი ამ თემაზე

როჯერ ალტონის შეთავაზება

ჩემპიონშიპი
ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია

ჩელენჯერი
იტალია, ესპანეთი, საქართველო, რუმინეთი, პორტუგალია

III დივიზიონი 
გერმანია, ბელგია, შვეიცარია, რუსეთი, ნიდერლანდები

შენიშვნა: ყოველ წელს ჩელენჯერის დივიზიონის გამარჯვებული აღზევდება ერთი დონით, ხოლო ბოლოადგილოსანი - დაქვეითდება.

ასეთ შემთხვევაში "ბორჯღალოსნებს" ძირითადად ჩელენჯერში მოუწევთ თამაში, თუმცა სეზონში ერთი ძლიერი მოწინააღმდეგე (იტალია, ან ელიტიდან გავარდნილი ნაკრები) ყოველთვის ეყოლებათ. საქართველოს ნაკრები ელიტაში აღზევებისთვის ბრძოლაშიც მიიღებს მონაწილეობას. 

კომენტარები

ბოლო ამბები