Thumbnail

'მითხრა, რომ დღეს ჩემი თამაში იქნებოდა' - მატჩის გმირი ჰაალანდი მწვრთნელზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

"სანჩეს პისხუანზე" დორტმუნდის ბორუსიამ პირველ მერვედფინალურ მატჩში 3:2 მოუგო სევილიას და საპასუხო მატჩის წინ აშკარა ფავორიტია. პირველ 45 წუთში ერლინგ ჰაალანდმა დუბლი სა საგოლე პასი შეასრულა.

ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდი): "არ ვიცი რისი ბრალია, მეტი მოტივაციის თუ თამაშის მნიშვნელობის, მაგრამ დღეს დორტმუნდი შემართული იყო, როგორც არასდროს. ეს ძალიან კარგია. ცუდი ისაა, რომ ორი გოლი გავუშვით, მაგრამ სტუმრად სამი გოლი გავიტანეთ და შინ კმაყოფილები ვბრუნდებით. 
მწვრთნელი ამ მატჩისთვის კარგად მოემზადა, ედინი მე თამაშამდე ძალიან ბევრს მელაპარაკებოდა. მითხრა, რომ დღეს ჩემი თამაში იქნებოდა და რომ შანსები უნდა გამომეყენებინა. მიხარია, რომ მე ეს შევძელი. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ". 

📺 სევილია v დორტმუნდი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები