Thumbnail

ყაზანის რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ვრცელი ინტერვიუ მისცა Sport24-ს და მათ შორის ქართველ ფეხბურთელებზეც ისაუბრა. სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელია და მიხეილ მესხი ახსენა, როდესაც ტექნიკურ მოთამაშეებზე აკეთებდა კომენტარს. კითხვა ასე ჟღერდა: "დაასახელეთ TOP-5 ფეხბურთელი, რომელთან შეხებაც გქონიათ, კონკრეტულად ფინტებისა და დრიბლინგის კუთხით". აი, სლუცკის პასუხიც:

“ესენი არიან ედეგორი, კვარაცხელია, დუმბია, მაკაროვი და ერიომენკო. ეს უკანასკნელი ფინტებს განსაკუთრებით სწავლობდა, მამამისი ხომ ამაზე სპეციალიზდებოდა. თუკი მიხეილ მესხს ერთი ფინტი ჰქონდა, რომანმა 10-მდე საგვარეულო ფინტი იცოდა. თუ კონკრეტულად მაკაროვსა და ხვიჩაზე ვისაუბრებთ, მათ ყველაზე უჩვეულო და ეფექტური დრიბლინგი გააჩნიათ”.

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინის ღირსებას მეორე სეზონია იცავს და კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ახალგაზრდა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში რუსეთის ჩემპიონატის 16 მატჩში ითამაშა, რომლებშიც 2-2 გოლი და საგოლე პასი მიითვალა და 3 პენალტიც მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები