Thumbnail
  • 📅 17 თებერვალი | ⌚ 23:55 | ⚽ სევილია V დორტმუნდი
  • ბორუსიას მოგება ‘სანჩეს პისხუანზე’ ყველა ლოგიკით გამორიცხულია
  • სევილია შესანიშნავ ფორმაშია და ეცდება, უპირატესობა მოიპოვოს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

დორტმუნდის ბორუსიას ძალიან რთული კვირები ჰქონდა, სევილია კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩს შესანიშნავ ფორმაში ხვდება. ესპანურმა კლუბმა ბოლო 9 ოფიციალური მატჩი მოიგო და თანაც, ამ პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი გოლი გაუშვა. ახლა კი სევილია უნდა დაუპირისპირდეს დორტმუნდს, რომელსაც ბოლო 7 ოფიციალური თამაშიდან მხოლოდ 2 აქვს მოგებული და რომელიც ბუნდესლიგაში ახლა მე-6 ადგილზეა, რაც BVB-სთვის კრიზისს ნიშნავს.

ამას ისიც ემატება, რომ ბორუსიამ ბოლოს ზედიზედ ორჯერ ვერ გადალახა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი და საკადრო პრობლემებიც აქვს. სწორედ ასეთ დროს უნდა შეხვდეს ბორუსია სევილიას მის ესტადიო “რამონ სანჩეს პისხუანზე”, სადაც სევილიელებს ევროტურნირების ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვთ წაგებული (12 მოგება, 2 ფრე).

უკვე ვთქვით, რომ სევილია ბრწყინვალე ფორმაშია. გუნდმა 2021 წელს სევილიური დერბისა (1:1) და ატლეტიკოსთან მარცხის (0:2) გარდა, ყველა თამაში მოიგო. მათ შორის, რამდენიმე დღის წინ ბარსელონასთან სათასო შეხვედრაც (2:0). ხულენ ლოპეტეგის გუნდს ბოლო 19 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული. შესაბამისად, სევილია ცუდ ფორმაში მყოფ დორტმუნდთან ფავორიტია.

მას შემდეგ, რაც დორტმუნდს ედინ ტერზიჩი წვრთნის, BVB-მ 30 შესაძლო ქულიდან მხოლოდ 14 აიღო და იმის ნაცვლად, რომ გერმანიის ჩემპიონატის ცხრილში წინ წაწეულიყო, რეგრესი განიცადა და ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩენის საფრთხე ემუქრება, რის გამოც გუნდში და მთლიანად კლუბში ნერვიული სიტუაციაა. ამ დღეებში დადასტურდა, რომ სეზონის ბოლოს ტერზიჩი მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება და ბორუსიას მარკო როზე ჩაიბარებს, რომელიც ახლა გლადბახის დამრიგებელია...

საინტერესო ფაქტები

⚽ ჩემპიონთა ლიგაში სევილიას ბოლო 4 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ბორუსიას ბუნდესლიგაში კრიზისი აქვს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაში 5 მატჩია, არ დამარცხებულა.

⚽ დორტმუნდმა ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი წააგო, მას შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაში არ დამარცხებულა (4 მოგება, 1 ფრე).

⚽ ამ მოგებულ მატჩებში ბორუსიას ერთ ტაიმში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში ბოლოს 3-ჯერ ვერ მოიგო ისეთი მატჩი, როცა ევროპის ტოპ 5 ლიგის წარმომადგენელს ხვდებოდა.

⚽ დორტმუნდს ჩემპიონთა ლიგის ბოლო 12 გასვლით მატჩში ფრე არ უთამაშია (5 მოგება, 7 მარცხი). 

⚽ მუნირ ელ ჰადადიმ შაბათს ლა ლიგაში უესკასთან გამარჯვების გოლი გაიტანა და აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ მატჩებში მისი ბოლო 6 გოლიდან 5 გადამწყვეტი იყო, ხოლო ბოლო 9 გოლიდან 8 მატჩის მე-60 წუთის შემდეგ გავიდა.

⚽ ერლინჰ ჰაალანდმა ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში 4 მატჩში გაიტანა.

⚽ 2003/2004 წლების სეზონის შემდეგ სევილიამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი მხოლოდ დუელების 31,58 პროცენტში გადალახა - როცა ევროპის ტოპ 5 ქვეყნის წარმომადგენელს უპირისპირდებოდა. 

სავარაუდო შემადგენლობები

სევილია (4-3-2-1): ბონო - ვიდალი, კუნდე, დიეგო კარლოსი, ესკუდერო - ჟორდანი, ფერნანდო, რაკიტიჩი - სუსო, გომესი - ენ-ნესირი.
ტრავმა: აკუნია, ოკამპოსო

დორტმუნდი (4-1-4-1): ჰიტცი - ემრე ჯანი, აკანჯი, ჰუმელსი, გერეირო - დილეინი - რეინა, ბელინგემი, როისი, სანჩო - ჰაალანდი.
ტრავმა: ბიურკი, აზარი, პიშჩეკი, შმელცერი, ვიტსელი, ზაგადუ

კომენტარები

ბოლო ამბები