Thumbnail
  • ილინოისი 73:66 ნორსვესთერნი
  • 22 წლის ქართველმა კალათბურთელმა შედეგიანი მატჩი ჩაატარა

გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისმა NCAA-ს დივიზიონ Big Ten-ში ზედიზედ მე-6 გამარჯვება იზეიმა, 22 წლის ქართველმა კალათბურთელმა კი მორიგ წარმატებაში სოლიდური წვლილი შეიტანა.

ილინოის ფაითინგ ილინი ამჯერად ნორსვესთერნ უაილდქეთსს დაუხვდა და 73:66 იმარჯვა, ბეჟანიშვილმა კი მოედანზე 16 წუთი გაატარა და 10 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

ილინოისელთა რიგებში საუკეთესო სასტარტო ცენტრი კოფი კოკბერნი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 17 ქულა, 10 მოხსნა. ბეჟანიშვილის გუნდს 11 მოგებითა და 3 მარცხით კონფერენციაში მე-2 ადგილი უკავია, მომდევნო შეხვედრას კი 20 თებერვალს სტუმრად, მინესოტა გოლდენ გოფერსთან გამართავს.

📺 ილინოისი V ნორსვესთერნი

კომენტარები

ბოლო ამბები