Thumbnail

მძლეოსნობა | ევროპის ჩემპიონატზე რეკორდით - ენდელაძის გამარჯვება თურქეთში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მინდია ენდელაძემ თურქეთის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
  • მძლეოსანმა საქართველოს ზამთრის რეკორდი დაამყარა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, მძლეოსანთა საერთაშორისო ტურნირში ახალციხელმა სპორტსმენმა მინდია ენდელაძემ გაიმარჯვა. 400 მეტრზე რბენაში მან პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მისი შედეგი - 47,26 წამი - საქართველოს ზამთრის რეკორდია. ტურნირზე 30 ქვეყნის მძლეოსნები მონაწილეობდნენ, საქართველოს მხოლოდ ენდელაძე წარადგენდა. 

47.26 NR

Posted by Mindia Endeladze on კვირა, 14 თებერვალი, 2021


ამ გამარჯვებით მინდია ენდელაძემ დახურულ დარბაზებში ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატი პოლონეთის ქალაქ ტორუნში 4-8 მარტს გაიმართება. მინდია 400 მეტრზე რბენაში სტარტს 5 მარტს აიღებს. 

"ძალიან კმაყოფილი ვარ, მინდიასგან ამ შედეგს ველოდით, რადგან წინა ტურნირზეც შესანიშნავად იასპარეზა. ორმაგად ვამაყობ, რადგან ამით საქართველოს რეკორდიც მოვხსენით", - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ზიგმუნდ ზილბერშტეინმა.   

კომენტარები

ბოლო ამბები