Thumbnail

NBA | ცუდი ამბავი ლეიკერსისთვის: ენტონი დევისის ტრავმა სერიოზულია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ენტონი დევისი ოლ სტარამდე ვეღარ ითამაშებს
  • ლეიკერსის ლიდერი დენვერთან შეხვედრაში დაშავდა

NBA-ს მოქმედი ჩემპიონ ლოს ანჯელეს ლეიკერსს სუპერვარსკვლავი ენტონი დევისი რამდენიმე კვირა დააკლდება. ESPN-ის ინფორმაციით, AD-მ ე.წ. “აქილევსის მყესი” დაიზიანა და ლეიკერსს მინიმუმ ოლ სტარის პაუზამდე ვეღარ დაეხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ 5 მარტამდე ვერ ითამაშებს.

ენტონი დევისი დენვერ ნაგეთსთან მატჩში დაშავდა. გამოკვლევამ ცხადყო, რომ მყესი გაწყვეტილი არ არის, მაგრამ ტრავმა მაინც სერიოზულია. აღსანიშნავია, რომ AD-მ ამავე პრობლემის გამო მანამდეც გამოტოვა ორი მატჩი.

დევისი ლეიკერსში 2019 წელს გადავიდა და ძალიან დიდი წვლილი შეიტანა გუნდის მე-17 ჩემპიონობაში, რომელიც ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ 2020 წელს იზეიმეს. NBA-ს მიმდინარე სეზონში მის აქტივში 23 თამაში და საშუალოდ მატჩში 22,5 ქულაა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები