Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების მორაგბე კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს
  • გრიგოლ ქერდიყოშვილი აჟენის ღირსებას დაიცავს

საქართველოს ნაკრების მორაგბე გრიგოლ ქერდიყოშვილი ახალ გუნდში გადავიდა. ''ბორჯღალოსანი'' კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს და TOP 14-ის გუნდ აჟენში ითამაშებს. აჟენს ამ სეზონში ყველა მატჩი წაგებული აქვს და, დიდი ალბათობით, ისინი ელიტარული დივიზიონიდან გავარდებიან. აჟენში გადასვლამდე, ქერდიყოშვილი ლელო სარასენსის ღირსებას იცავდა, ხოლო საქართველოში დაბრუნებამდე, ის ამერიკულ სარაგბო გუნდებში თამაშობდა.

''ბედნიერები ვართ, რომ გრიგოლ ქერდიყოშვილი ოფიციალურად გავიფორმეთ. ის მეორე ხაზში თამაშობს, თუმცა მესამე ხაზში თამაშიც შეუძლია. იმედი გვაქვს, რომ მისი გამოცდილება და ძალა ძალიან დაგვეხმარება. ქერდიყოშვილი გუნდში მომდევნო ორ სეზონს გაატარებს'', - წერს აჟენის ვებგვერდი.

გრიგოლს ეროვნულ ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული. მან ნაკრებში ერთი ლელოს გატანაც მოახერხა. ქერდიყოშვილს აჟენში კიდევ ერთი ქართველი გიორგი თეთრაშვილი დახვდება. შეგახსენებთ, რომ აჟენის ღირსებას ბოლო წლებში ნაკრების კიდევ ერთი მორაგბე თამაზ მჭედლიძე იცავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები