Thumbnail

ლეგენდარული ინგლისელი მწვრთნელი სერ კლაივ ვუდვორდი 6 ერზე შექმნილ სიტუაციას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერი განცხადება გააკეთა. ვუდვორდი ევროპული რაგბის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე საპლეიოფო სისტემის შემოღებას ემხრობა და თვლის, რომ ეს თამაშის უფრო მეტად განვითარებას შეუწყობს ხელს.

“ინგლისთან მატჩში იტალია იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე ველოდი, თუმცა, ეს არ ცვლის ჩემს აზრს იმაზე, რომ 6 ერის უარესი გუნდი უშუალოდ უნდა დაუპირისპირდეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ნაკრებს, რომელიც როგორც წესი, საქართველოა ხოლმე. შემოდგომაზე უნდა შედგეს 2 მატჩისგან შემდგარი პლეი ოფი, რომელმაც უნდა გაარკვიოს, ვინ ითამაშებს ელიტაში. ჩვენ ყველას გვინდა, რომ რაგბი განვითარდეს, ეს კი, სწორედ ამისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. გავარდნა-აღზევების წინააღმდეგ წასვლა კი გაუგებარია. ამის გამო, ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან საქართველო, ესპანეთი და რუსეთი, ჩიხში იმყოფებიან. იქ არავინ დებს დიდ სახსრებს რაგბში, რადგანაც იციან, რომ მათ წინსვლის საშუალებას არავინ მისცემს. თავის მხრივ, 6 ერის აუტსაიდერს დაქვეითების არ ეშინია, არადა, ეს მათ ბრძოლის ჟინს ნამდვილად შემატებდა. ვფიქრობ, დროა რაგბის განვითარებას სერიოზულად მივხედოთ”.

სერ კლაივ ვუდვორდმა ინგლისელებს მსოფლიო თასი მოაგებინა

📋 მეტი ამ თემაზე:

ცნობილია, რომ სერ კლაივ ვუდვორდი რაგბში ნოვაციების მომხრეა და შარშან გამართულ არჩევნებზე მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის პოსტზე არგენტინელი აგუსტინ პიშოს კანდიდატურას უჭერდა მხარს, თუმცა, გამარჯვება ინგლისელ ბილ ბომონტს დარჩა. ვუდვორდი ინგლისის ნაკრების თავკაცი 1997- 2004 წლებში წვრთნიდა და 2003 წელს “ვარდებს” მსოფლიო თასიც მოაგებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები