Thumbnail

სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და  ამით NCAA-ს ჩემპიონშიპში მონაწილეობის შანსი გაიუმჯობესა - მარკეტი 57:51 დაამარცხა. 

ქართველმა ფორვარდმა ორმაგი დუბლი მიითვალა - 11 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი. სეტონ ჰოლში საუკეთესო ჯარედ როდენი იყო 20 ქულით. სანდრომ ამ სეზონში მესამედ, კარიერაში კი მე-10-ედ შეასრულა ორმაგი დუბლი. ზედიზედ 10 თამაშია, რაც ის 10 და მეტ ქულას აგდებს. ამ სეზონში მან 10 და მეტი ქულა 18-ჯერ ჩააგდო, კარიერაში 49-ჯერ.


სეზონში სეტონ ჰოლს 12-8 ბალანსი აქვს, კონფერენციაში - 9-5. 17 თებერვალს მამუკელაშვილის გუნდი დეპოლს მასპინძლობს და ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოიგოს. 

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი ნეისმიტის ტროფეის 30 კანდიდატს შორის დაასახელეს. ეს პრიზი სეზონის საუკეთესო კალათბურთელს გადაეცემა კოლეჯთა ლიგაში. სანდრო ასევე მონაწილეობს კარლ მელოუნის პრიზის ფანების გამოკითხვაში, მას აქვს შანსი NCAA-ს საუკეთესო მძიმე ფორვარდი გახდეს. აგრეთვე ის წარდგენილია ბიგ ისტის კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელის პრიზზეც.

კომენტარები

ბოლო ამბები