Thumbnail

ზინედინ ზიდანი N1 კანდიდატია - რეალის თავკაცის სანაკრებო პერსპექტივა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის მომავალს ეროვნულ გუნდში ხედავენ 
  • 48 წლის სპეციალისტი საფრანგეთში დიდიე დეშამის მემკვიდრედ განიხილება

მადრიდის რეალის თავკაცი ზინედინ ზიდანი მთავარი კანდიდატი იქნება საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე, როდესაც მას დიდიე დეშამი დატოვებს. ამის შესახებ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

"ზიდანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, პირადულ ჭრილში მაინც. თუკი დეშამი თანამდებობიდან წავა, მე კი ისევ ამ პოსტზე ვიქნები, ზიდანი იქნება პირველი, ვის ნახვასაც ნაკრებთან ვისურვებ", - ამბობს ლე გრე, რომელიც ერთადერთი არაა, ვინც საფრანგეთის ნაკრების ლეგენდარულ ნახევარმცველს მომავალში ეროვნული გუნდის თავკაცად განიხილავს. მანამდე თავად დიდიე დეშამმაც გამოთქვა სურვილი, რომ ნაკრებში მისი მემკვიდრე სწორედ ზიდანი გახდეს.

დიდიე დეშამმა საფრანგეთს მუნდიალი ისტორიაში მეორედ მოაგებინა

ზინედინ ზიდანი საფრენგეთის ნაკრების ღირსებას, როგორც ფეხბურთელი, 1994-2006 წლებში იცავდა და მისი მაისურით 108 მატჩში 31 გოლი გაიტანა, გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი.

48 წლის ფრანგი სპეციალისტი მადრიდის რეალს 2016 წლიდან წვრთნის, 2018-19 წლების გამოკლებით, როდესაც გარკვეული ხნით პროფესიულ საქმიანობაში პაუზა ჰქონდა. ზიდანმა-მწვრთნელმა რეალს ორჯერ ლა ლიგა, სამჯერ კი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. 

ზიდანმა საფრანგეთის ნაკრებში მუნდიალი როგორც ფეხბურთელმა მოიგო

დიდიე დეშამს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან, რომელსაც სათავეში 2012 წლიდან უდგას და 2018 წლის მუნდიალზე გაამარჯვებინა, ხელშეკრულება 2022 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ უმთავრდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები