Thumbnail

644 - ბუცი, რომლითაც ლიონელ მესიმ პელეს რეკორდი დაამხო, მუზეუმში გამოიფინა

ბარსელონას თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კატალონიის მუზეუმს გადასცა ბუცი, რომლებითაც მან ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით, პელეს რეკორდი დაამხო. 

როგორც ირკვევა, მუზეუმში ბუცი ერთი თვის განმავლობაში იქნება გამოფენილი, რის შემდეგაც აუქციონზე გაყიდიან. შემოსული თანხა კი გადაეცემა საავადმყოფოს, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს მკურნალობს. 

ბარსელონას არგენტინელმა ვარსკვლავმა დეკემბერში ვალიადოლიდს გაუტანა გოლი, რომელიც მისთვის ბარსელონას მაისურით 644-ე იყო. ლიონელმა ამით ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის პელეს რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც სანტოსში 643 გოლი ჰქონდა გატანილი. 

მესის გოლით ბარსელონამ ვალიადოლიდს სტუმრად ანგარიშით 3:0 მოუგო

პელე სანტოსში 1956-74 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც ორი სეზონი აშშ-ის კლუბ ნიუ იორკ კოსმოსში გაატარა. 

ლიონელ მესი მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ბარსელონას ღირსებას იცავს და 2003 წლიდან მოყოლებული, მის რიგებში 10-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი, 6-ჯერ ესპანეთის თასის მფლობელი, 4-ჯერ კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. 

📺 ვალიადოლიდი V ბარსელონა

33 წლის არგენტინელ თავდამსხმელს კატალონიურ კლუბთან ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისს უმთავრდება. გასულ ზაფხულს მესი კლუბის დატოვებას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დარჩენა გადაწყვიტა.

კომენტარები

ბოლო ამბები