Thumbnail

3 სტუმრად, 2 შინ - ბორჯღალოსნების კალენდარი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი უჩვეულო ვადებში და ფორმატით გაიმართება
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ოთხ შეხვედრას მარტში გამართავს, ერთს - ივნისში
  • თბილისში ბორჯღალოსნები რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებენ 

რაგბი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის კალენდარი ცნობილია! ტურნირი, რომელიც მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა, უჩვეულო ვადებში და ფორმატით ჩატარდება, რისი მიზეზიც კორონავირუსის პანდემიაა.

ბორჯღალოსნები, რომლებიც ტურნირის მოქმედი ჩემპიონები არიან, წლევანდელი ჩემპიონატის ოთხ შეხვედრას მარტში გამართავენ, კიდევ ერთს კი - ივნისის ბოლოს. ამასთან, საქართველოს ნაკრები პირველ სამ თამაშს სტუმრად ჩაატარებს, ორს კი - საკუთარ მოედანზე. კალენდარის დამტკიცებისას გათალისწინებული იყო საქართველოს ინტერესები, რომელიც ამა წლის ივლისში მაღალი დონის ტესტ-მატჩების გამართვას გეგმავს.

ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატს ზედიზედ სამი წელიწადია იგებენ

ბორჯღალოსნები ტურნირს პორტუგალიასთან თამაშით (6-7 მარტი) დაიწყებენ, შემდეგ ჯერ ესპანეთს ეწვევიან (13-14 მარტი), მოგვიანებით კი - რუსეთს (20-21 მარტი). საქართველოს ნაკრები შინ რუმინეთს მიიღებს (27-28 მარტი). რაც შეეხება ჩვენს ბოლო მეტოქეს, ის პლეი ოფში გამოვლინდება, რომელშიც ერთმანეთს ბელგია და ნიდერლანდები დაუპირისპირდებიან. ბორჯღალოსნები ამ წყვილში საუკეთესოს 26-27 ივნისს უმასპინძლებენ.

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის კალენდარი

📅 6-7 მარტი
პორტუგალია V საქართველო
რუსეთი V რუმინეთი

📅 13-14 მარტი
ესპანეთი V საქართველო
პორტუგალია V რუმინეთი

📅 20-21 მარტი
რუსეთი V საქართველო
რუმინეთი V ესპანეთი

📅 27-28 მარტი
საქართველო V რუმინეთი
პორტუგალია V ესპანეთი

📅 26-27 ივნისი
საქართველო V ბელგ|ნიდერ

📅 3-4 ივლისი
ესპანეთი V რუსეთი
რუმინეთი V ბელგ|ნიდერ

📅 10-11 ივლისი
ბელგ|ნიდერ V პორტუგალია

📅 17-18 ივლისი
ბელგ|ნიდერ V ესპანეთი
რუსეთი V პორტუგალია

📅 6-7 ნოემბერი
ბელგ|ნიდერ V რუსეთი

რაგბი ევროპის 2021 და 2022 წლების ჩემპიონატების შედეგების ჯამის მიხედვით, ორი მოწინავე გუნდი 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს, მესამე კი საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში ჩაერთვება.

კომენტარები

ბოლო ამბები