Thumbnail
  • 📅 13 თებერვალი | ⌚ 21:30 | ⚽ მანჩესტერ სიტი V ტოტენჰემი
  • მანჩესტერ სიტი ბოლო დროს ყველას უგებს
  • ტოტენჰემი არასტაბილურია, თუმცა ბევრი შეუძლია
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

მართალია, მანჩესტერ სიტისა და ტოტენჰემის დაპირისპირება პრემიერლიგის განსაკუთრებული კლასიკა არ არის, მაგრამ როცა ერთმანეთს ხოსეპ გვარდიოლა და ჟოზე მოურინიო უპირისპირდებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში აბსოლუტურ TOP მატჩთან გვაქვს საქმე.

პეპი და ჟოზე ერთმანეთს მტრობენ და ეს ყველამ იცის. მათ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფიები აქვთ: გვარდიოლა ბურთის ფლობასა და მაღალ პრესინგზე აკეთებს აქცენტს, მოურინიოს კი უყვარს, როცა მისი გუნდი კონტრშეტევებზე თამაშობს.

2020 წლის ნოემბერში სიტიმ სტუმრად ტოტენჰემთან 0:2 წააგო და მას შემდეგ პრემიერლიგაში თამაში აღარ დაუთმია. უფრო მეტიც: გვარდიოლას გუნდმა ინგლისის ჩემპიონატის ბოლო 10 თამაში მოიგო, ჯამში კი ზედიზედ 15 ოფიციალური შეხვედრა აქვს მოგებული. შედეგად, სიტი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში არა მარტო გალიდერდა, არამედ უახლოეს მდევარ მანჩესტერ იუნაიტედს უკვე 5 ქულითაც უსწრებს. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ სიტის ინგლისის ჩემპიონატში, 22 ტურის შემდეგ მხოლოდ 14 გოლი აქვს გაშვებული. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს მთავარი გოლეადორი სერხიო აგუერო და მთავარი პლეიმეიკერი კევინ დე ბრუინი ვერ ეხმარებიან, სიტი შეუდარებელ ფორმაშია და თამაშს თამაშზე იგებს.

ტოტენჰემი კი რთულ მდგომარეობაშია, რადგან პრემიერლიგის ბოლო 4 ტურში 3-ჯერ დამარცხდა. რამდენად გამოუკეთა მოურინიოს გუნდს ხასიათი ვესტ ბრომვიჩთან გამარჯვებამ, ამ კითხვაზე პასუხს სწორედ შაბათის ტოპმატჩი გაგვცემს. თუმცა შუა კვირაში იყო ასოციაციის მატჩი ევერტონთან, რომელიც სპურსმა დამატებით დროში 4:5 დათმო. მართალია, სეზონის დასრულება ჯერ ადრეა, მაგრამ უკვე ცხადია, რომ მოურინიოს გუნდის მთავარი მიზანი საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება.

საინტერესო ფაქტები

⚽ მანჩესტერ სიტი პრემიერლიგის ცხრილს ლიდერობს და ბრწყინვალე ფორმაშია. ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა წინა ტურში ლივერპული სტუმრად 4:1 დაამარცხა. მანამდე, სიტი ‘ენფილდზე’ თითქმის 18 წელი ვერ იგებდა.

⚽ 2021 წელს სიტი საშუალოდ 2,5-ბურთიანი სხვაობებით იგებს, წინა წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით კი საშუალოდ 1,71-ბურთიანი სხვაობით იგებდა.

⚽ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სიტის დაცვაც და გვარდიოლას გუნდი ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ საკუთარ მოედანზე დაუმარცხებელია (8 მოგება, 2 ფრე). ამ 8 მოგებული მატჩიდან 6-ში სიტიმ პირველი გოლი საწყის 30 წუთში გაიტანა.

⚽ ტოტენჰემთან სიტის ბოლო 11 საშინაო მატჩიდან 10-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ტოტენჰემმა წინა ტურში 3-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა - ვესტ ბრომვიჩი 2:0 დაამარცხა. 

⚽ ტოტენჰემს პრემიერლიგაში ბოლო 6 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული (1 მოგება, 3 ფრე, 2 მარცხი). 

⚽ ტოტენჰემი ბოლო 5 მატჩიდან 4-ში მეორე ტაიმში ზუსტად 1 გოლს უშვებდა.

⚽ მანჩესტერ სიტის პრემიერლიგაში ზედიზედ 10 მატჩი აქვს მოგებული, საერთო ჯამში კი ბოლოს ზედიზედ 15 თამაში მოიგო.

⚽ გვარდიოლას გუნდს პრემიერლიგის ბოლო 5 საშინაო მატჩში გოლი არ გაუშვია.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - კანსელო, სტოუნსი, დიასი, ზინჩენკო - სილვა, როდრი, გიუნდოგანი - მაჰრეზი, ფოდენი, სტერლინგი
ტრავმა: დე ბრუინი, ფერნანდინიო, აგუერო

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - დოჰერტი, სანჩესი, ალდერვეირელდი, დევისი - ჰოიბერგი, ნდომბელე - მოურა, ლამელა, სონი - კეინი.
ტრავმა: ლო ჩელსო, რეგილონი, ბეილი, ორიე

კომენტარები

ბოლო ამბები