Thumbnail

'ძლიერი ადამიანი საუკეთესო თვისებებით' - ჯავახია ორიაკში დარჩა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გიორგი ჯავახიამ ორიაკთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა
  • ქართველი მორაგბე წელს ძალიან კარგ სეზონს ატარებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი ჯავახიამ ფრანგული PRO D2-ის ერთ-ერთ კლუბ ორიაკთან კონტრაქტი გააგრძელა და მის თანახმად, კლუბის ღირსებას 2023 წლამდე დაიცავს.

გიორგი ჯავახია ორიაკში 2018 წელს ჩამოვიდა და მან კლუბში თავის დამკვიდრება მოახერხა. მან ეროვნული ნაკრების ფორმაცი მოირგო და საქართველოსთან ერთად საკვალიფიკაციო ეტაპშიც აქტიურადაა ჩართული. PRO D2-ში 40 მატჩი ჩაატარა და აქედან 23-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო. გიორგიმ 2-ჯერ შეძლო ლელოს დადება. ის მებრძოლი ადამიანია კარგი თვისებებით. ჩვენს გუნდში კიდევ ორი სეზონით ითამაშებს და გვინდა, რომ წარმატება ვუსურვოთ'', - წერს ორიაკის ვებგვერდი.

ჯავახია 24 წლისაა და პირველად საფრანგეთში 2015-2016 წლების სეზონში ლიონში წავიდა, საიდანაც ის ორიაკში გადავიდა და უკვე სამი სეზონია ამ გუნდის ღირსებას იცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები