Thumbnail

'მისი შეჩერება ხშირად შეუძლებელია' - მამუკელაშვილი შუა სეზონის ნომინანტებში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

basketballncaa.com-მა (BN) NCAA-ს შუა სეზონის სიმბოლური გუნდები ეგრეთ წოდებული All-American შეადგინა. მესამე ხუთეულში ქართველი ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი მოხვდა, რაც უდიდესი წარმატებაა. 

"იანვარში მან მოუკლო, თუმცა ფაქტია, რომ ახლა ის დეკემბრის თავის დონეს დაუბრუნდა. დეკემბერში მან დაამტკიცა, რომ ძალიან "გაიზარდა ფიზიკურად და ტექნიკურად. დიდებული მსროლელი, ხშირად შეუძლებელია მისი დრიბლინგის შეჩერება, აქვს სუპერბრწყინვალე პასები. ალბათ, ის საუკეთესო გამთამაშებელ-ფორვარდია DI-ში (პირველი დივიზიონი). 

All-American. I ხუთეული

ჯარედ ბატლერი (ბეილორი)
აიო დოსუნმუ (ილინოისი)
კორი კისპერტი (გონზაგა)
ევან მობლი (USC) 
ლუკა გარზა (აიოვა)

All-American. II ხუთეული

ჯალენ საგსი (გონზაგა)
დევიონ მიტჩელი (ბეილორი)
კეიდ კანინგემი (ოკლაჰომა სტეიტი)
ოსკარ და სილვა (სტენფორდი)
დრიუ ტიმი (გონზაგა)

All-American. III ხუთეული

მარკუს კარი (მინესოტა)
ფრანც ვაგნერი (მიჩიგანი)
სანდრო მამუკელაშვილი (სეტონ ჰოლი)
ტრეის ჯეკსონ-დევისი (ინდიანა)
კოფი კოკბერნი (ილინოისი)

ის, რომ სანდრო რჩეულთა შორის მოხვდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის კოლეჯთა ლიგის საუკეთესო მძიმე ფორვარდის პოზიციაზე სერიოზული ნომინანტია. შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი KARL MALONE AWARD-ზე 10 კანდიდატს შორისაა, თებერვლის ბოლომდე ფანებმა 10-დან 5 საუკეთესო უნდა აირჩიონ. მისი კონკურენტებიდან დრიუ ტიმი მე-2 ხუთეულშია, ისევე, როგორც ოსკარ და სილვა, ტრეის ჯეკსონ-დევისი კი სანდროსთან ერთად მესამე ხუთეულშია. პირველ ხუთეულში კი არცერთი ნომინანტი არ არის. 

📺 FOX-ის სიუჟეტი სანდრო მამუკელაშვილზე

აღსანიშნავია, რომ გიორგი ბეჟანიშვილის ორი გუნდელი მოხვდა სიაში - დოსუნმუ პირველ ხუთეულშია, ხოლო კოკბერნი სანდროსთან ერთად მესამე ხუთეულშია. 

კომენტარები

ბოლო ამბები