Thumbnail

'თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა' - გიგაშვილის ახალი კონტრაქტი ტულონთან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ქართველმა ბურჯმა ტულონური პუბლიკის მოხიბვლა მალე მოახერხა'
  • ბექა გიგაშვილი ფრანგულ გრანდში 2024 წლამდე ითამაშებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ბურჯმა ბექა გიგაშვილმა ფრანგული TOP 14-ის ერთ-ერთ გრანდ ტულონთან კონტრაქტი გააგრძელა და მის თანახმად, კლუბის ღირსებას 2024 წლამდე დაიცავს.

“გიგაშვილი ტულონს 2019 წელს შეუერთდა თავი მალევე წარმოაჩინა, როგორც თავის პოზიციაზე ერთ-ერთმა უძლიერესმა მორაგბემ. ქართველმა ბურჯმა ტულონური პუბლიკის მოხიბვლა მალე მოახერხა, რისი საფუძველიც მისი ტექნიკური და ძალისმიერი თამაში გახდა”, - ვკითხულობთ ტულონელთა ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

28 წლის მორაგბის ფრანგული კარიერა 2015 წელს ქვედალიგელ შამბერიში დაიწყო, შემდეგ იყო გრენობლი, ტულონის მაისურით კი მას 1021 წუთი უგროვდება და 22 მატჩში 3 ლელო აქვს დადებული. ბექას საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური 12 თამაშში აქვს მორგებული და გასულ კვირას რუსეთთან მატჩშიც სასტარტო შემადგენლობაში იყო. ტულონს საფრანგეთის ჩემპიონატში 43 ქულით მე-6 ადგილი უკავია, მომდევნო შეხვედრას კი 13 თებერვალს ლა როშელთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები