Thumbnail

'ის მაგნიტია, რომელიც ირგვლივ ყველას იზიდავს' - NCAA-ს სიუჟეტი ბეჟანიშვილზე 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • Big Ten Network-ის სიუჟეტი გიორგი ბეჟანიშვილზე
  • რა გავლენა აქვს ილინოისში ქართველ ფორვარდს

NCAA-ს Big Ten Network-მა სიუჟეტი გამოაქვეყნა ილინოისის უნივერსიტეტის ქართველ ფორვარდ გიორგი ბეჟანიშვილზე - "მოგზაურობა - გიორგი ბეჟანიშვილის მნიშვნელობა ილინოისისთვის". 

სიუჟეტი აღწერს, თუ რა თვისებების გამო არის გიორგი კოლეჯის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო ხუთეულში ადგილი დაკარგა. სიუჟეტში თავად გიორგი ყვება, თუ როგორ ინარჩუნებდა ის ფორმას პანდემიის პირობებში. სიუჟეტი ჩემპეინში, ილინოისის უნივერსიტეტის კემპშია ჩაწერილი. "ბევრ დროს ვატარებდი გარეთ, ვარჯიშობდი ყველგან, "ავრბოდი" და "ჩამოვრბოდი" ხეებზე - ძალიან დავუახლოვდი ბუნებას", - იხსენებს პანდემიის პერიოდს გიორგი.

📺 Big Ten Network-ის სიუჟეტი გიორგი ბეჟანიშვილზე

ბრედ ანდერვუდი (ილინოისის მწვრთნელი): "ჩემთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელოვანი, ვინ იწყებს თამაშს. მთავარია, რას შემატებენ ის მოთამაშეები, რომლებიც შეცვლაზე შევლენ. გიორგი ამ როლს კარგად მოერგო". 

გიორგი ბეჟანიშვილი: "ეს ჩოგბურთი არ არის - კალათბურთი გუნდური სპორტია. სიტუაცია მუდამ იცვლება და უნდა შეძლო, მოერგო ახალ როლს. არ აქვს მნიშვნელობა ვართ არა სასტარტოში, მთელ ენერგიას გუნდს ვახარჯავ".

წაიკითხე | ‘ჩემი გული საქართველოს ნაკრებს ეკუთვნის’ - ინტერვიუ გიორგი ბეჟანიშვილთან

ანდერვუდი: "ის ნამდვილი ლიდერია. გუნდის თამაშზე დიდი გავლენა აქვს. გიორგი მაგნიტია, რომელიც ირგვლივ ხალხს იკრიბავს. აღფრთოვანებული ვარ, რომ ის მყავს გუნდში. ის არის მაღალი IQ-ს კალათბურთელი, რომელსაც შეუძლია ქულების მოტანა, ენერგიის შემატება. ის არის ნაპერწკალი, რომელიც ხშირად დასჭირვებია გუნდს".

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბეჟანიშვილი კოლეჯთა ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდში ილინოისში მესამე სეზონია რაც თამაშობს. NCAA-ში გიორგი საშუალოდ 8.9 ქულას, 4.5 მოხსნას და 1.0 პასს აკეთებს.

გიორგი ავსტრიის მოქალაქეა, თუმცა "პოპსპორტთან" ინტერვიუში მან განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი აქვს და საკოლეჯო კარიერის დასრულების შემდეგ ნაკრებიდან წინადადებას ელის. 

კომენტარები

ბოლო ამბები