Thumbnail

BBC-ის პირდაპირ ეთერში უელსისა და "ბრიტანელი ლომების" ყოფილი კაპიტნის, სემ უორბარტონის მწვავე განცხადებებმა სარაგბო სამყაროში დიდი რეზონანსი გამოიწვია. იტალია-საფრანგეთის (10:50) თამაშის შეფასებისას უორბარტონმა განაცხადა, რომ ასეთი სუსტი იტალიის ტურნირზე მოთმენა აღარ შეიძლება, რომ დროა, საქართველოს ნაკრებს შანსი მიეცეს და, სულ მცირე, პლეი ოფი მაინც დაწესდეს 6 ერის ბოლოადგილოსანსა და რაგბი ევროპის ტურნირის გამარჯვებულს შორის. 

უელსელი 4 წლის განმავლობაში 'აძურის' წვრთნიდა

უორბარტონს იტალიის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ირლანდიელმა კონორ ო'შიმ Daily Mail-თან ინტერვიუში უპასუხა. ისიც აღსანიშნავია, რომ ეს გამოცემაც მომხრეა, რომ 6 ერის ფორმატში ცვლილებები განხორციელდეს. 

📺 სემ უორბარტონი BBC-ის პირდაპირ ეთერში

კონორ ო'ში: "ყველაზე იოლია რიტორიკულად იკითხო - რას აკეთებს იტალია 6 ერში. არის კი ის აქ საჭირო? ხომ არ სჯობს გავარდნა/აღზევების სისტემის შემოღება? მაგრამ შეხედეთ, როგორი სტილით თამაშობს გუნდი ფრანკო სმითის ხელმძღვანელობით. ისინი უსასრულოდ სჯობნიან საქართველოს და ცდილობენ კარგი რაგბი ითამაშონ. 

კითხვები ყოველთვის იქნება. ჩემი აზრით, იტალიამ ეს ადგილი დაიმსახურა და ეს არ უნდა შეიცვალოს, თუკი ჩვენ სპორტის ამ სახეობის განვითარება გვსურს. ყველას გვსურს ძლიერი საქართველო, ძლიერი რუმინეთი, ძლიერი ოკეანეთელები, მაგრამ, მოდი, არ მოვკლათ სხვა ქვეყანა. ზოგიერთმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ეს მოახდინოს, რაც ძალიან ცუდი იქნება. 

2018 წელს იტალიის ნაკრებმა საქართველოს 28:17 მოუგო, მაგრამ ეს იყო უფრო იოლი გამარჯვება, ვიდრე ანგარიშიდან ჩანს. როცა იტალიელები უპირისპირდებიან 6 ერის ქვეყნებს, მათ მეტოქეებს მეორე გუნდები არ გამოჰყავთ მოედანზე, რადგან იტალია მათ ყოველთვის მნიშვნელოვან მატჩებს ეთამაშება. საქართველოს ნაკრებთან კი მათ ექსპერიმენტების გაკეთება შეუძლიათ. საქართველოს წინააღმდეგ 6 ერის გუნდები 500 სხვადასხვა ვარიანტს გამოიყენებენ, რადგან ის იქნება "გემრიელი ლუკმა" მათთვის". 

წაიკითხე | დროა! - DAILY MAIL-ის სარაგბო ექსპერტი 6 ერში პლეი ოფის შემოღებას ითხოვს

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებს 6 ერის პირველობაზე 2015 წლის თებერვლის მერე არ მოუგია, "აძურიმ" ზედიზედ 28 მატჩი წააგო და მედიისა და ექსპერტების კრიტიკა დაიმსახურა. 

კომენტარები

ბოლო ამბები