Thumbnail

'კარგი იყო და დიდებული გახდა' - მამუკელაშვილი NCAA-ს ყველაზე გავლენიანებში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

NCAA-ს ოფიციალურ გვერდზე March Madness 365-ის რუბრიკაში ენდი კატცმა კოლეჯთა ლიგის ათი ყველაზე გავლენიანი სენიორი ჩამოთვალა. სენიორები არიან ის მოთამაშეები, რომლებიც ბოლო მე-4 სეზონს ატარებენ NCAA-ში. TOP 10-ში მე-5 ადგილზე სანდრო მამუკელაშვილია.

5. სანდრო მამუკელაშვილი
სეტონ ჰოლი, ფორვარდი

"სანდრო მამუკელაშვილი იყო კარგი მოთამაშე და გახდა დიდებული მისთვის ბოლო საკოლეჯო სეზონში. ის უკვე თავისი გუნდის ნამდვილი ლიდერია საშუალოდ 17.9 ქულითა და 7.1 მოხსნით", - წერს ენდი კატცი.

TOP 10 ყველაზე გავლენიანი სენიორი NCAA-ში

1. ლუკა გარზა (აიოვა)
2. კორი კისპერტი (გონზაგა)
3. ჯონ პეტი ჯუნიორი (ალაბამა)
4. მასიო ტიგი (ბეილორი)
5. სანდრო მამუკელაშვილი (სეტონ ჰოლი)
6. აიზეა ლივერსი (მიჩიგანი)
7. სემ ჰაუზერი (ვირჯინია)
8. მაკინკლი რაით IV (კოლორადო)
9. დ'მიტრიკ ტრაისი (ვისკონსინი)
10. ტერი ტეილორი (ოსტინი)

შეგახსენებთ, რომ ახლახან სანდრო მამუკელაშვილი "ბიგ ისთის" კონფერენციის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. სანდრო კარლ მელოუნის პრიზის ნომინანტთა შორისაა, რომელიც კოლეჯთა ლიგის საუკეთესო მძიმე ფორვარდს გადაეცემა. 

კომენტარები

ბოლო ამბები