Thumbnail

'ჩემთვის ის მეორე გამთამაშებელია' - FOX-მა მამუკელაშვილს სიუჟეტი მიუძღვნა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

სეტონ ჰოლის ლიდერს და NCAA-ს სეზონის საუკეთესო მძიმე ფორვარდის პრიზზე ერთ-ერთ მთავარ ნომინანტს, სანდრო მამუკელაშვილს FOX-მა სიუჟეტი მიუძღვნა. "სროლა, ბურთის ტარება, დაცვა, მოხსნა - ცაცია სანდროს ყველაფერი შეუძლია". 

სანდრო საშუალოდ 18 ქულას და 7 მოხსნას აკეთებს

"ის ჩემთვის გუნდში მეორე გამთამაშებელია მოედანზე", - ამბობს სიუჟეტში სეტონ ჰოლის თავკაცი კევინ უილარდი. მაილს კეილი: "სანდრო იმდენად მრავალფეროვანია, იმდენი რამის გაკეთება შეუძლია მოედანზე, რომ მე მას უნიკორნს ვეძახი". იკე ობიაკუ: "ის სრულიად განსხვავებული მოთამაშეა, ან უნდა დაჯარიმდე მასზე, ან ბურთს კალათში ჩაგიგდებს". 

📺 FOX-ის სიუჟეტი სანდრო მამუკელაშვილზე

ბოლო ორ მატჩში სეტონ ჰოლმა სანდრო მამუკელაშვილის კარგი თამაშის წყალობით მოიგო და "მარტის სიგიჟეზე" ანუ კოლეჯთა ლიგის პლეი ოფში თამაშის შანსი გაეზარდა. "მიმაჩნია, რომ ჩვენ მარტის ტურნირის გუნდი ვართ და იქ თამაშს ვიმსახურებთ", - განაცხადა სანდრომ კონექტიკუტთან თამაშის შემდეგ.

წაიკითხე | მეორე აღიარება სეზონში - მამუკელაშვილი BIG EAST-ის კვირის მოთამაშეა!

New York Post მამუკელაშვილზე: "სანდრო მამუკელაშვილი ქვეყანაში საუკეთესო მძიმე ფორვარდია, არადა, კოლეჯთა ლიგამდე მას ქვეყნის მასშტაბით 199-ე ნომრად აფასებდნენ. მწვრთნელმა მისი ტალანტი სრულად წარმოაჩინა".

შეგახსენებთ, რომ სანდრო KARL MALONE AWARD-ზეა წარდგენილი და მისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ, რომ 10 ნომინანტიდან 5 საუკეთესოს შორის მოხვდეს. 

სანდრო მამუკელაშვილი საშუალოდ 17.9 ქულას, 7.1 მოხსნას, 3.2 პასს და 0.6 დაფარებას აკეთებს. მან სეტონ ჰოლის მაისურით 968 ქულა ჩააგდო, რაც კოლეჰის ისტორიაში 47-ე შედეგია. 

კომენტარები

ბოლო ამბები