Thumbnail

დროა! - DAILY MAIL-ის სარაგბო ექსპერტი 6 ერში პლეი ოფის შემოღებას ითხოვს 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

საქართველოს ნაკრები 6 ერის ტურნირზე არ თამაშობს, მაგრამ ბოლო წლებია, ჰედლაინებში ხშირად ხვდება. ამის მიზეზი იტალიის ნაკრების სუსტი გამოსვლაა, ასევე რაგბის პროგრესის ბუნებრივი სურვილი...

ახლახან BBC-ის პირდაპირ ეთერში უელსის ნაკრებისა და "ბრიტანელი ლომების" ყოფილმა კაპიტანმა სემ უორბარტონმა მწვავე შეფასება მისცა იტალიელთა თამაშს ფრანგებთან (10:50) და განაცხადა, რომ დროა, 6 ერის პირველობაზე პლეი ოფის (გავარდნა/აღზევება) სისტემა დამკვიდრდეს და საქართველოს უმაღლეს დონეზე თამაშის შანსი მიეცე:. არ შეიძლება მეორე დონის გუნდებს მუდმივად შუშის კედელი დავახვედროთ. სხვანაირად, როგორ გავიგოთ, რა შეუძლიათ მათ და სადამდე გაიზრდებიან?" - განაცხადა უელსელმა ყოფილმა მორაგბემ. მის ამ ფრაზას ევროპულ მედიაში დიდი რეზონანსი ჰქონდა. 

DAILY MAIL-ის ანალიტიკურ სტატიაში ცნობილი ექსპერტი კრის ფოი ასევე შეეხო 6 ერში პლეი ოფის შემოღების თემას. მან ექვსი ერის პირველი ტური შეაჯამა და ერთი ქვეთავი დაუთმო იტალიის ნაკრების სუსტ თამაშს და საქართველოს ნაკრების პერსპექტივას.

იტალიის კრიზისის გაგრძელება არ შეიძლება
კრის ფოი (DAILY MAIL-ის სარაგბო ექსპერტი): 

"იტალიის ნაკრების წაგებათა სერია დაუსრულებლად გრძელდება. მათ რომში საფრანგეთის ნაკრებისგან ქულების ნახევარი ასეული მიიღეს და ახლა უარესი ელით "დაჭრილი" ინგლისისგან. 
ფრანკო სმითის "აძურის" ამ ტურნირზე 2015 წლის შემდეგ არ მოუგია, მაშინ, როცა საქართველომ კიდევ ერთხელ სლემით მოიგო მეორე დონის ტურნირი, ბოლო ტურში კი რუსეთის ნაკრები დაამარცხა. დროა, ტურნირში გავარდნა/აღზევების ფორმატი ამუშავდეს, ან პლეი ოფი მაინც".

კომენტარები

ბოლო ამბები