Thumbnail

როგავას სუპერმატჩი რუმინეთში - ქართველმა კალათბურთელმა 7 სამქულიანი ჩააგდო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • დინამო ბუქარესტი 88:96 (ოტ.) ტარგუ ჯიუ
  • ქართველმა ლეგიონერმა 24 ქულა მოაგროვა და ყველაზე შედეგიანი იყო

28 წლის ქართველმა კალათბიურთელმა რევაზ როგავამ, რომელიც გასული წლის ზაფხულიდან რუმინული ტარგუ ჯიუს ღირსებას იცავს, მიმდინარე სეზონში ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა.

ქართველი მცველის კლუბი ამჯერად ბუქარესტის დინამოს ესტუმრა და ოვერტაიმში 96:88 მოიგო, როგავამ კი მოედანზე 43 წუთი გაატარა და 24 ქულა, 4 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. საინტერესოა, რომ რევაზმა 5-ვე ორქულიანი ააცილა, თუმცა, სამაგიეროდ 12-დან 7 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.

ცნობისთვის, 2020-21 წლები სეზონში როგავას საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 10.9 ქულა, 2.6 მოხსნა, 4.2 პასი, სარგებლიანობის კოეფიციენტი 10.5. ტარგუ ჯიუს 12 ტურში მხოლოდ 3 მოგება აქვს და რუმინეთის 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.

ცნობისთვის, როგავასთვის საქართველოს სუპერლიგაში პირველი კლუბი სოხუმი იყო, შემდეგ შსს აკადემიაში ითამაშა, ბოლო 5 სეზონი კი ოლიმპში გაატარა (უკანასკნელი 4 წელი კაპიტნის რანგში) და მისი ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ (2019-20 წლების სეზონში საშუალოდ 13.1 ქულა, 4.7 მოხსნა, 4.4 პასი). რევაზს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და ილიას ზუროსის ხელში ქვეყნის ეროვნულ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი.

კომენტარები

ბოლო ამბები