- კალ სტეიტ ნორტრიჯი 63:75 დევის ეიჯისი
- 18 წლის ქართველ კალათბურთელს აქტივში 7 მოხსნაც ჰქონდა
18 წლის ქართველმა კალათბურთელმა ალექსანდრე მერკვილაძემ, რომელიც NCAA-ში კალ სტეიტ ნორტრიჯ მატადორსის ღირსებას იცავს, მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
მერკვილაძის გუნდმა კალიფორნიულ დევის ეიჯისთან 63:75 წააგო, ქართველმა ფორვარდმა კი 16 ქულა მიითვალა. მან ამაზე შედეგიანად მხოლოდ სეზონის გახსნით შეხვედრაში ითამაშა, როდესაც ვესტმონტ უორიორსს 20 ქულა ჩაუგდო.
ალექსანდრემ მოედანზე 29 წუთი გაატარა და 4-ვე ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და აქტივში 7 მოხსნა და 1 ჩაჭრაც ჰქონდა, პასივში კი – თითო შეცდომა და პერსონალური ფოლი.
მიმდინარე სეზონში მერკვილაძის საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 26.3 წუთი, 8.5 ქულა, 5.8 მოხსნა, 1.3 პასი. კალ სტეიტ ნორტრიჯმა 3 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და კონფერენცია Big West-ში მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 20 თებერვალს ჰავაი რეინბოუ უორიორსთან ჩაატარებს.
📺 მერკვილაძის სამქულიანი დევის ეიჯისთან
კომენტარები