Thumbnail
  • ბარსელონა ახალ სპორტულ დირექტორს ეძებს
  • ფავორიტი კლუბის ლეგენდა მარკ ოვერმარსია
  • მარკი კლუბს იცნობს და შეზღუდული ბიუჯეტით მუშაობა შეუძლია

ბარსელონასთვის ეს სეზონი გარდამავალი გამოვიდა. ნათელია, რომ ამ სეზონის შემდეგ კლუბში ბევრი რამ შეიცვლება. ხელმძღვანელობა უკვე წავიდა და კატალონელები შემდეგი სეზონისთვის ახალი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ელოდებიან. დიდია იმის შანსიც, რომ ახალმა პრეზიდენტმა რონალდ კუმანთან მუშაობა აღარ მოისურვოს. კითხვის ნიშნის ქვეშ არის მესის საკითხიც. 

ამ ვითარებაში ბარსელონა კლუბის ახალ სპორტულ დირექტორად თავის ყოფილ ლეგენდას მარკ ოვერმარსს განიხილავს. ოვერმარსი წლებია აიაქსს ხელმძღვანელობს და ამ სეზონის შემდეგ ამსტერდამელებთან კონტრაქტი უმთავრდება. ის კატალონელთა რამდენიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებს: კარგად იცნობს კლუბს, შეუძლია შეზღუდული ბიუჯეტით მუშაობა და ახალგაზრდა ტალანტების პროგრესი. 

ბარსელონას სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და შემდეგ წლებში სწორედ ოვერმარსის ტიპის მენეჯერს საჭიროებს. აიაქსში იგი მუდამ ახერხებდა, რომ კლუბი დაბალი ბიუჯეტის პირობებშიც გაეძლიერებინა, საჭირო ფეხბურთელები იაფად ეპოვა და ახალგაზრდა ტალანტების მოძიება-პროგრესის გზით დამატებითი შემოსავლებიც მიეღო.

ბარსელონას გარდა, ოვერმარსის დანიშვნა ლონდონის არსენალსაც სურს. ნიდერლანდელს ამ კლუბშიც უთამაშია, თუმცა კატალონელები ფავორიტად რჩებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები