Thumbnail

2021 წლის ექვსი ერის პირველობის პირველ ტურში ლონდონში სენსაცია დაფიქსირდა - შოტლანდიამ "თვიქნებმზე" ინგლისს 1983 წლის მერე პირველად მოუგო, თუმცა ორივე ნაკრების მოთამაშეები სკანდალში გაეხვნენ, მას მერე, რაც მათმა ნაწილმა რასიზმთან ბრძოლის საპატივცემულოდ ჩამუხლებაზე უარი თქვა.

შოტლანდიის ნაკრების მხოლოდ 4-მა მორაგბემ ჩაიმუხლა და ასე დაუჭირა მხარი Black Lives Matter მოძრაობას, დანარჩენებმა თავი შეიკავეს და მათ კრიტიკაც დაატყდათ თავს, თუმცა შოტლანდიის რაგბის კავშირმა მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა:

"შოტლანდიური რაგბი სრულად უჭერს მხარს, რომ სპორტში საბოლოოდ ამოიძრკვოს რასიზმი. 2020 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ჩვენ ასეთ ჟესტს მივმართავთ, მაგრამ თითოეული მოთამაშე თავისუფალია არჩევანში".

მორაგბეებმა სერ ტომ მურის ხსოვნას პატივი ერთსულოვნად მიაგეს

მხოლოდ ალი პრაისმა, ჯონი გრეიმ, კრის ჰარისმა და კამერონ რედპაზმა ჩაიმუხლეს. ასევე მოიქცნენ ინგლისის ნაკრების მოთამაშეები (12 15-დან). აღსანიშნავია, რომ მეორე დღეს უელსისა და ირლანდიის მატჩზე ანალოგიური ჟესტი საერთოდ არ შესრულებულა.

📺 ინგლისი v შოტლანდია [მიმოხილვა]

შეგახსენებთ, რომ დიდი სკანდალი მოჰყვა "შემოდგომის ერთა თასზე" ინგლისისა და საქართველოს ნაკრების მატჩის წინაც, როცა ზოგიერთმა მორაგბემ უარი თქვა დაჩოქებაზე. მაშინ ტონგური წარმოშობის ინგლისელმა მორაგბე ბილი ვუნიპულამ უარი თქვა დაჩოქებაზე, მატჩის მერე კი განაცხადა, რომ Black Lives Matter მოძრაობას პატივს არ სცემს, რადგან ქრისტიანია, ისინი კი "ბიბლიას და ეკლესიებს წვავენ". 

კომენტარები

ბოლო ამბები