Thumbnail

1983 წლის შემდეგ პირველად - შოტლანდიამ ინგლისი ინგლისში დაამარცხა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • შოტლანდიამ ინგლისი - 6:11 დაამარცხა
  • 'ეს შოტლანდიისთვის ისტორიული დღეა' - ამბობს მთავარი მწვრთნელი

შოტლანდიის რაგბის ნაკრებმა, ექვსი ერზე ინგლისი გასვლაზე - 6:11 დაამარცხა და ისტორიაში ახალი ფურცელიც გადაიშალა - 'სქოთებს' ინგლისი ინგლისში 1983 წლის შემდეგ არ ჰყავდათ დამარცხებული.

მარცხზე ინგლისელების მთავარმა მწვრთნელმა - ედი ჯონსმა ისაუბრა და პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო "ვაღიარებ, ჩემი ბრალია დღევანდელი მარცხი..." - ამბობდა ჯონსი.

შოტლანდიელები ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობენ

"ჩვენ თავს არ ვგავდით, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ შოტლანდიამაც მაგრად ითამაშა და შექებას იმსახურებენ" - ინგლისმა ექვსი ერი შარშანაც მარცხით დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ ბრიტანელებმა ტურნირის მოგება შეძლეს.

შოტლანდიელთა მთავარი მწვრთნელი, გრეგორ თაუნსენდი მოგებას ამინდისადმი (ძლიერი წვიმის) ამტანიანობას და დებიუტანტის - კამერონ რედპათის მაგარ თამაშს აბრალებს.

"მეორე ტაიმში წვიმა ძალიან გაძლიერდა, სწორედ ამ მომენტში თამაშზე სრული კონტროლი მოვიპოვებთ. უნდა აღვნიშნო კამერონ რედპათის კარგი დებიუტიც. ეს შოტლანდიისთვის ისტორიული დღეა!" - ამბობდა თაუნსენდი.

კომენტარები

ბოლო ამბები