Thumbnail

სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა NCAA-ში მორიგი მატჩი სტუმრად კონექტიკუტის უნივერსიტეტის გუნდთან ჩაატარა და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა – 80:73, ქართველი კალათბურთელი კი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.

21 წლის მამუკელაშვილმა მოედანზე 36 წუთი გაატარა და გუნდს 22 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. სანდრომ 7-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 12-დან 10 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და პერსონალური ფოლი არ მიუღია. ქართველ კალათბურთელს 1 ძალიან ეფექტური შეტევაც ჰქონდა, როდესაც რამდენიმე მეტოქეს გასცდა და სლემი შეასრულა.

სეტონ ჰოლმა 8 გამარჯვება და 5 მარცხი მოაგროვა და კონფერენცია Big East-ში მე-4 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 15 თებერვალს შინ მარკეტ გოლდენ იგლსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები