Thumbnail

‘სეზონის საუკეთესო კალათბურთელი ჰყავთ’ – კონექტიკუტის მწვრთნელი მამუკელაშვილზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლი NCAA-ში მორიგ მატჩს დღეს სტუმრად კონექტიკუტის უნივერსიტეტის გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს და გასაკვირი არაა, რომ მეტოქის სამწვრთნელო შტაბი ყველაზე მეტად ქართველ კალათბურთელს უფრთხის. მოახლოებული შეხვედრის წინ კომენტარი ჰასკისის თავკაცმა დენ ჰარლიმ გააკეთა:

“სეტონ ჰოლი კონფერენცია BIG East-ში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული გუნდია და მართალია, სტაბილურობა აკლიათ, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. ბევრი მაღალი კალათბურთელი ჰყავთ, რისი წყალობითაც სათამაშო ზონებს კარგად კეტავენ. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ გასულ მატჩში მათ პროვიდენსს მხოლოდ 43 ქულა ჩააგდებინეს. სეტონ ჰოლს ჰყავს მამუკელაშვილი, რომელიც პოტენციურად სეზონის საუკეთესო კალათბურთელია. შემადგენლობაში კარგ სიღრმესაც ჭკვიანურად იყენებენ”.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილისთვის 2020/21 წლების სეზონი კარიერაში საუკეთესოა. მისი საშუალო მონაგარი 17.7 ქულა, 7.1 მოხსნა და 3.2 პასია. ქართველ ფორვარდს 4 სეზონის განმავლობაში 946 ქულა აქვს დაგროვებული და კლუბის ისტორიაში უკვე 48-ე ადგილზეა. სულ ცოტაც და მას 1 000 ქულა დაუგროვდება. სეტონ ჰოლი კონფერენციაში 7 მოგებითა და 5 მარცხით მე-5 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები