Thumbnail

თორნიკე შენგელია 'ოლ სტარში' არ ითამაშებს - VTB ლიგამ ის უკვე შეცვალა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მოსკოვის ცსკა-ს 29 წლის ქართველ კალათბურთელს მუხლის ტრავმა აქვს
  • თორნიკე შენგელია VTB ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩსაც გამოტოვებს

მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელი თორნიკე შენგელია მუხლის ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრას, მათ შორის VTB ლიგის "ყველა ვარსკვლავის მატჩს" გამოტოვებს, რომელიც მოსკოვში 14 თებერვალს უნდა გაიმართოს.

თორნიკემ, რომელიც რუსეთში სათამაშოდ გასული წლის ზაფხულში, ესპანურ ბასკონიაში გატარებული ხანგრძლივი და წარმატებული კარიერის შემდეგ გადაბარგდა, VTB ლიგის "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილეობის უფლება სპეციალური გამოკითხვის შედეგად მიიღო. 

წესით, ქართველ ფორვარდს "მსოფლიოს ვარსკვლავების" გუნდში უნდა ეთამაშა, მაგრამ ამას ტრავმის გამო ვეღარ მოახერხებს, მისი ადგილი კი კრასნოიარსკის ენისეის ცენტრმა დასტინ ჰოგმა დაიკავა. ამის შესახებ ლიგის ოფიციალურმა საიტმა უკვე გამოაცხადა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ტრავმა VTB ლიგის შეხვედრაში, ზელენა გურასთან მიიღო, რომელშიც ცსკა ანგარიშით 90:93 დამარცხდა. შენგელიას გამოკვლევა ჩაუტარეს და ახლა ფორვარდს თერაპიის კურსის გავლა კლუბის ბაზაზე მოუწევს. თუ როდის დაუბრუდება ის მოედანს, დამოკიდებულია ტესტირების შედეგებზე და ეს მოგვიანებით დაზუსტდება. თორნიკემ უკვე გამოტოვა ევროლიგის მატჩი, რომელიც 4 თებერვალს ცსკა-მ სტუმრად ვალენსიასთან ჩაატარა.

თორნიკე შენგელია ამ სეზონში ევროლიგაზე საშუალოდ 10.8 ქულას აგროვებს, ხოლო VTB ლიგაზე - 12.8 ქულას.

კომენტარები

ბოლო ამბები