Thumbnail

'ჯაბა ტოპია, მისი დამატება ივნისიდან მინდოდა' - ვალანსიენის მწვრთნელი კანკავაზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ მალევე გაიარა აკლიმატიაცია საფრანგეთში; ის კაენთან მატჩში ვალანსიენის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ჯაბას ვალანსიენის თავკაცი ოლივიე გეგანი აქებს, რომელთანაც კანკავა ჯერ კიდევ რეიმსში თამაშისას თანამშრომლობდა.

ოლივიე გეგანი (ვალანსიენის მწვრთნელი): "არიან ფეხბურთელები, რომელთა დამატება დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა - ჯაბა კანკავა ტოპფეხბურთელია. მისი აყვანა ჯერ კიდევ ივნისში მსურდა, მაგრამ შეუძლებელი იყო, რადგან კლუბთან ხელშეკრულება აკავშირებდა. ასევე გაეტან რობაილი... კარგი იქნებოდა, დროშიც მოვიგებდით, მაგრამ მაინც მოხარული ვარ, რომ ორივე უკვე ვალანსიენში თამაშობს. 
მათ გუნდში პროფესიონალიზმი, სიღრმე და ხარისხი მოიტანეს. ახალგაზრდა მოთამაშეებმა მათ მაგალითზე საკუთარი ძალები ირწმუნეს. ახლა ჩვენ ყოველ უიქენდზე ასე უნდა ვითამაშოთ".

📺 კაენი v ვალანსიენი [მიმოხილვა]

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა ტობოლთან ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ლიგა 2-ის ვალანსიენში გადავიდა, სადაც უკვე 3 მატჩი გამართა. ვალანსიენი 35 ქულით მე-7 ადგილზეა და ელიტის საგზურისთვის იბრძვის. 

კომენტარები

ბოლო ამბები