Thumbnail

ქართველ მორაგბეს ჩემპიონობის შანსი აქვს - PRO D2-ში ფინალისტები გამოვლიდნენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პერპინიანი 28:8 მონ დე მარსანი
  • რეგულარული სეზონის ჩემპიონი პლეი ოფის ფინალშია
  • მონტობანი 15:22 გრენობლი
  • ბექა გიგაშვილს TOP 14-ში გადასვლის შანსი აქვს

PRO D2-ში ნახევარფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა. რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა პერპინიანმა მონ დე მარსანს 28:8 მოუგო და PRO D2-ის ფინალში გავიდა. გრენობლიც PRO D2-ის ფინალშია - ბექა გიგაშვილის გუნდმა სტუმრად მონტობანი 22:15 დაამარცხა. ფინალური დაპირისპირება ერთმატჩიანია - შეხვედრა პერპინიანის სტადიონზე გაიმართება.

PRO D2-დან TOP 14-ში დაწინაურების წესი შეცვლილია. ფინალის გამარჯვებული TOP 14-ში პირდაპირ გადადის. წაგებული TOP 14-ის მე-13 ადგილოსანთან პლეი ოფში ითამაშებს.

გიგაშვილს PRO D2-ში გადასვლის ორმაგი შანსი აქვს. ფინალის წაგების შემთხვევაში, გრენობლს კიდევ ერთი მატჩის გამართვა მოუწევს პლეი ოფში. ბექა გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები