Thumbnail

'მიხარია, რომ თავის გამოჩენა მოვახერხე' - კაკოვინს კონტრაქტი გაუგრძელეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'სპორტული კუთხით კარგ ფორმაში ვარ და მწვრთნელების ნდობასაც ვგრძნობ'
  • 31 წლის ქართველი მორაგბე ისევ პარიზულ კლუბში ითამაშებს 

31 წლის ქართველმა მორაგბე ვასილ კაკოვინმა ფრანგული TOP 14-ის წევრ სტად ფრანსესთან კონტრაქტი გააგრძელა. აღნიშნულ ინფორმაციას პარიზული კლუბოს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს, თუმცა კი, ხელშეკრულების დეტალებზე არაფერს წერს. იქვეა თავად ქართველი ბურჯის კომენტარიც:

“სტად ფრანსეში ნახევარი წლის წინ ჩამოვედი და მიხარია, რომ თავის გამოჩენა მოვახერხე. სპორტული კუთხით კარგ ფორმაში ვარ და მწვრთნელების ნდობასაც ვგრძნობ. სტად ფრანსეში კარგი კოლექტივია შეკრებილი, რომელიც დასახული მიზნებისთვის ერთად იბრძვის”.

აღსანიშნავია, რომ კაკოვინმა TOP 14-ში უკვე მე-11 სეზონი დაიწყო და ელიტარულ ლიგაში 150 მატჩზე მეტი აქვს ჩატარებული. ვასილს კარიერის განმავლობაში ბრივის, ტულუზასა და რასინგის მაისურითაც უთამაშია. მას საქართველოს ნაკრებში 25 მატჩში 1 ლელო აქვს დადებული.

კომენტარები

ბოლო ამბები