Thumbnail

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა დინამო ბათუმმა 2021 წლის სეზონის წინ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა და დინამო თბილისიდან ირაკლი აზაროვი დაიმატა. 19 წლის ფეხბურთელმა ზღვისპირელებთან 3-წლიანი კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზეც მიემგზავრება.

აზაროვი ბათუმელია და ამგვარად, მშობლიურ გუნდში დაბრუნდა. "ეს დიდი ემოციაა და ძალიან მიხარია, რომ სახლში დავბრუნდი. მინდა, სეზონი მალე დაიწყოს და გულშემატკივრების წინაშე ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. დაბრუნებაზე გავლენა მშობლიურმა კუთხემ და გუნდმაც იქონია. მშობლებიც ბათუმში მყავს და მინდოდა, რომ დავბრუნებულიყავი. გუნდში დიდი კონკურენციაა და ეს თითოეული ფეხბურთელისთვის დიდი მოტივაციაა. ვფიქრობ, რომ წელს ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩემპიონები გავხდეთ", - თქვა აზაროვმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი აზაროვი დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, პირველ გუნდში დებიუტი კი 2019 წელს ჰქონდა და მთლიანობაში თბილისური კლუბის ღირსება 14 მატჩში დაიცვა. აზაროვი პოზიციით მარცხენა ნახევარმცველია, მაგრამ უნივერსალია და თამაში დაცვის მარცხენა ფლანგზეც შეუძლია. აზაროვს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული, ასევე უთამაშია 19-წლამდე (3 თამაში) და 17-წლამდე ნაკრებებში (7 მატჩი).

დინამო ბათუმმა ირაკლი აზაროვამდე ოფიციალურად დაადასტურა: გაგი მარგველაშვილისლაზარე კუპატაძისლუკაშ გროცურეკისოლეკსანდრ აზაცკისვამარა სანოგოსგიორგი ზარიასრაფაელ ჩუკვურასსანდრო ალთუნაშვილისგრიგოლ ჩაბრაძისა და გიორგი ფანცულაიას ტრანსფერები.

კომენტარები

ბოლო ამბები