Thumbnail

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლი სტუმრად პროვიდენსს დაუპირისპირდა და ქართველი კალათბურთელის ლიდერობით 60:43 გაიმარჯვა.

სანდრო პარკეტზე ერთმნიშვნელოვნად საუკეთესო იყო და თავის გუნდს 36 წუთში 20 ქულა, 7 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 3 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. მამუკელაშვილმა 11-დან 6 ორქულიანის, 5-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმოს ჩაგდება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მოთამაშემ ქულებისა (20) და მოხსნების (7) რაოდენობით ყველას აჯობა.

სეტონ ჰოლმა ამ გამარჯვებით 3-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და Big East-ის კონფერენციაში 7 მოგება და 5 წაგება აქვს, ხოლო მთლიანად სეზონში 10 გამარჯვება და 8 მარცხი დაუგროვდა. სეტონ ჰოლი მომდევნო შეხვედრას 6 თებერვალს, სტუმრად კონეკტიკუტ ჰასკისის წინააღმდეგ ჩაატარებს.

📺 პროვიდენსი V სეტონ ჰოლი

კომენტარები

ბოლო ამბები