Thumbnail

სტანდარდის მეკარესთან წაგებული ორი დუელი - მიქაუტაძის უიღბლო დაბრუნება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სერენი 1:4 სტანდარდი
  • ჟორჟ მიქაუტაძემ თავისივე მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა

ბელგიის თასის 1/16 ფინალში ვალონური დერბი შედგა ჟორჟ მიქაუტაძის სერენსა და ლიეჟის სტანდარდს შორის. 20 წლის ქართველი ფორვარდი ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის შემდეგ სწორედ ამ თამაშით დაბრუნდა. ბელგიურმა გრანდმა 4:1 გაიმარჯვა და მერვედფინალში გავიდა.

ჟორჟ მიქაუტაძემ, რომელსაც ახალი ვარცხნილობა ჰქონდა, შეუცვლელად ითამაშა. მე-9 წუთზე მას ანგარიშის გახსნა შეეძლო, თუმცა ბელგიის ახალგაზრდული ნაკრების გოლკიპერმა არნო ბოდარმა "სეივით" სტანდარდი გადაარჩინა. 35-ე წუთზე ჟორჟს ანგარიშის გათანაბრების დიდებული შანსი მიეცა, თავისივე მოპოვებული პენალტი შეასრულა, მაგრამ ბოდარმა ისევ აჯობა დუელში. rtbf.be წერს, რომ ანგარიშის მიუხედავად, თამაში დაძაბული იყო, სერენი თამამად უტევდა და სტანდარდის მთავარი გმირი მეკარე იყო. თამაშის მიწურულს მის კარში მეორე პენალტი დაინიშნა, თუმცა ამჯერად, მიქაუტაძეს არ დაურტყია. 

სერენი 6 თებერვალს პროქსიმუს ლიგას დაუბრუნდება, სადაც ლომელს მასპინძლობს. შეგახსენებთ, რომ კლუბი 29 ქულით მე-3 ადგილზეა და ელიტაში გადასვლისთვის იბრძვის, ხოლო მიქაუტაძე 16 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები