Thumbnail

4 თებერვალს მოსკოვის ცსკა ევროლიგის მორიგ ტურში ვალენსიას ესტუმრება, თუმცა საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია გუნდს ესპანეთში არ გაჰყოლია.

ამის მიზეზი ტრავმაა, რუსულ კლუბში ადასტურებენ, რომ თორნიკეს მუხლი აწუხებს და "რამდენიმე თამაშის" გამოტოვება მოუწევს. შენგელიამ ტრავმა ზელენა გორასთან წაგებულ მატჩში მიიღო. მას GMS Clinic-ში უმკურნალეს. ახლა თორნიკემ ცსკა-ს ბაზაზე თერაპიის კურსი უნდა გაიაროს. როდის დაბრუნდება შენგელია, დამოკიდებულია ტესტირების შედეგებზე. 

📺 ზიელონა გორა V ცსკა

თორნიკე შენგელია ამ სეზონში ევროლიგაზე საშუალოდ 10.8 ქულას აკეთებს, ხოლო VTB ლიგაზე - 12.8 ქულას. 

კომენტარები

ბოლო ამბები