Thumbnail

სუპერთასის ჩატარების დრო ცნობილია - მატჩს მაყურებლები ვერ დაესწრებიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • დინამო თბილისი და გაგრა ერთმანეთს 21 თებერვალს დაუპირისპირდებიან
  • თამაში თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2021 წლის სუპერთასის ჩატარების დრო და ადგილი ცნობილია.

2021 წლის სეზონის პირველი მატჩი 21 თებერვალს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება. 18:00 საათიდან ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი და თასის მფლობელი გაგრა შეხვდებიან.

COVID 19-ის პანდემიდან გამომდინარე, 2021 წლის საქართველოს სუპერთასის მატჩი უმაყურებლოდ გაიმართება.

⚽🏆 საქართველოს სუპერთასი 21 თებერვალს გაიმართება. ➡ სრულად - bit.ly/3awwT1p

Posted by საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation on Wednesday, February 3, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები