Thumbnail

‘ეს უკვე სირცხვილია!’ - შუმახერი ჰემილტონის კონტრაქტის ამბავზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

მარტში ფორმულა 1-ის ახალი სეზონი იწყება, მერსედესს კი ლუის ჰემილტონთან ახალი კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუფორმებია. F1-ის ყიფილი პილოტი, ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ძმა რალფ შუმახერი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი, ცოტა არ იყოს, უკვე სამარცხვინოა.

45 წლის რალფმა ტელეკომპანია Sky-ს ექსპერტის რანგში ბრიტანელი ჩემპიონი გააკრიტიკა: “ერთი რამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს: ფორმულა 1 უფრო ძლიერი და მაგარია, ვიდრე ნებისმიერი ინდივიდი,” - განაცხადა შუმახერმა.

ოფიციალურად უცნობია, რატომ არ აფორმებს ჰემილტონი მერსედესთან ახალ კონტრაქტს. არაოფიციალურად კი ბევრი ინფორმაცია ვრცელდება - მათ შორის ისიც, რომ ლუისი მერსედესისგან ზედმეტად მაღალ ხელფასს, განსაკუთრებულ პირობებსაც წილსაც კი ითხოვს. ფაქტი ის არის, რომ მერსედესი 2 მარტს ახალ ბოლიდს წარადგენს და ჰემილტონს ახალი კონტრაქტი ჯერაც არ აქვს გაფორმებული.

წაიკითხეჰემილტონი F1-დან წავა? ჩემპიონი მერსედესში ზედმეტებს ითხოვს

“უკვე თებერვალია და ფორმულა 1-ის მთავარი გმირი ჯერაც კონტრაქტის გარეშეა. მიმაჩნია, რომ ეს უკვე სირცხვილია და სიმართლე გითხრათ, ძალიან სამწუხარო ამბავია, - დასძინა რალფმა, - ამბობენ, მხოლოდ ფულის ამბავიაო, მაგრამ ჰემილტონს უნდა ესმოდეს, რომ ახლა რთული დროა.” ლუის ჰემილტონი მერსედესის გუნდის წევრი 2012 წლიდანაა და თავისი 7 ჩემპიონობიდან 6 სწორედ მერსედესში მოიპოვა.

რალფ შუმახერმა ისიც გაიხსენა, რომ ჯორჯ რასელი შესანიშნავი მრბოლელია და როცა შანსი მიეცა, ბაჰრეინის რბოლა კინაღამ მოიგო. “ლუისსაც არ უნდა დაავიწყდეს, რომ მისი საკითხის გაწელვა უკვე სერიოზული რისკია,” - დაამატა შუმახერმა.

კომენტარები

ბოლო ამბები