- NBA-ს 2021 წლის დრაფტის ახალი რეიტინგი
- მოხსნა ორმაგ დუბლამდე - მამუკელაშვილის სეტონ ჰოლი ვილანოვასთან დამარცხდა
Bleacher Report-მა NBA-ს 2021 წლის დრაფტის სავარაუდო რეიტინგი კიდევ ერთხელ განაახლა. ერთ კვირაში სანდრო მამუკელაშვილის პოზიცია ორი საფეხურით გაუმჯობესდა. Bleacher Report ამჯერად მიიჩნევს, რომ სეტონ ჰოლის ქართველ ფორვარდს დრაფტის მე-2 წრეში, 46-ე ნომრად აიყვანენ.
Bleacher Report მამუკელაშვილზე: "დღევანდელ NBA-ში "მაღლებს" უნივერსალიზმი მოეთხოვებათ. მამუკელაშვილმა კლუბები შესაძლოა, უნიკალური პასებითა და 3-ქულიანებით მოხიბლოს".
ამ ხნის განმავლობაში სანდროს ორი მატჩი ჰქონდა კონფერენციის ფავორიტებთან. მართალია, სეტონ ჰოლი კრეიტონთანაც დამარცხდა და ვილანოვასთან, მაგრამ Bleacher Report-ის რეიტინგში მამუკელაშვილის პოზიციები მაინც გაძლიერდა.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი კოლეჯთა ლიგამ კარლ მელოუნის პრიზზე 10 კანდიდატს შორის წარადგინა. ამ პრიზს NCAA-ს სეზონის საუკეთესო მძიმე ფორვარდი იღებს. ფანებს შეუძლიათ სანდროსთვის ხმის მიცემა.
BLEACHER REPORT-ის TOP 5
1. კეიდ კანინგემი (ოკლაჰომა სტეიტი. გამთამაშებელი)
2. ევან მობლი (USC, ცენტრი)
3. ჯონათან კუმინგა (G ლიგა, ფორვარდი)
4. ჯეილენ საგსი (გონზაგა, გამთამაშებელი)
5. ჯეილენ გრინი (G ლიგა, მსროლელი)
კომენტარები