Thumbnail
  • მადრიდის რეალის პრეზიდენტის ვირუსი უსიმპტომოდ გამოუვლინდა
  • ზინედინ ზიდანმა კი კორონავირუსი დაამარცხა და დაბრუნდა

მადრიდის რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ
"სამეფო კლუბის" ვებგვერდი იტყობინება. პერესი თვითიზოლაციაშია და თავს კარგად გრძნობს.

"საფეხბურთო კლუბი რეალი აცხადებს, რომ ჩვენს პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს დადებითი ტესტი აქვს COVID-19-ზე. მას არანაირი სიმპტომი არ აქვს", - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

პერესი რეალის პრეზიდენტად 2000 წლის ივლისში დაინიშნა და გუნდს 2006 წლის თებერვლამდე ხელმძღვანელობდა. ის მადრიდული გრანდის სათავეში 2009 წელს დაბრუნდა.

სამაგიეროდ, კორონავირუსი დაამარცხა რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა, რომელიც გუნდს დაუბრუნდა. ფრანგი სპეციალისტი 10 დღეში გამოჯანმრთელდა და უახლოეს შეხვედრაში გუნდს უთავკაცებს.

შეგახსენებთ, რომ რეალმა ლა ლიგის ბოლო ტურში შინ ლევანტესთან წააგო (1:2) და სატურნირო ცხრილში 40 ქულით მე-2 ადგილზეა, ლიდერ ატლეტიკოს კი 10 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები