Thumbnail

ჟორჟ მიქაუტაძის გარეშე მოთამაშე სერენმა ბრიგეს U23 გუნდი 2:1 დაამარცხა და ბელგიის პროქსიმუს ლიგაში მე-3 ადგილზეა. ამით 20 წლის ქართული წარმოშობის ფრანგი ფორვარდი დისკვალიფიკაცია დასრულდა...

მატჩის შემდეგ სერენის თავკაცმა ემილიო ფერერამ თქვა: "ჩვენ გავიმარჯვეთ იმის მიუხედავად, რომ მძიმე სიტუაციაში ვართ. კლუბში კოვიდის 8 შემთხვევაა დადასტურებული, არ გვყავდა ბომბარდირი მიქაუტაძე, ეს კი გუნდის შემტევი პოტენციალის 80%-ია".

3 თებერვალს სერენი ბელგიის თასის 1/16 ფინალში ლიეჟის სტანდარდს ხვდება. ეს კი ლიეჟის პროვინციის ვალონური დერბია და მას სერენში ძალზე სერიოზულად უყურებენ. სტანდარდი ბელგიური გრანდია, სერენს მისი დამარცხება 25 წელიწადია, რაც არ გამოსდის.

აი, რა მოუწოდა სერენის ფეხბურთელებს კლუბში მწვრთნელის ასისტენტმა მარკ გროსჟანმა: "რამდენჯერაც შევხვდით, იმდენჯერ ვჯობდით, მაგრამ ყოველთვის რაღაც გვაკლდებოდა. მინდა მჯეროდეს, რომ ახლა დროა, ისტორიული დერბის მოგების. ბიჭებს ვეტყვი, რომ არ ვიცით, როგორ ვაჯობოთ ერთხელ მაინც სტანდარდს, მაგრამ თქვენ ამის შანსი გაქვთ. იყავით პირველები ვინც ამას შეძლებს". 

📺 მიქაუტაძე მოლენბეეკთან მატჩში

შეგახსენებთ, რომ ფრანგული მეციდან იჯარით მოთამაშე ჟორჟ მიქაუტაძე 14 მატჩში 16 გოლით პროქსიმუს ლიგის ბომბარდირია. მან მოლენბეეკთან მატჩში მეტოქის ჩაწიხლისთვის მკაცრი სასჯელი მიიღო - 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია. სხვათა შორის, ჟორჟმა იანვარშიც შეძლო გოლის გატანა - ლოკერენთან ამხანაგურ მატჩში.  

კომენტარები

ბოლო ამბები