Thumbnail

NCAA-ს "ბიგ ისთის" კონფერენციაში სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლი კოლეჯთა ლიგის რეიტინგით მე-3 გუნდ ვილანოვასთან 72:80 დამარცხდა.

ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და გუნდს 12 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი მოუტანა. სეტონ ჰოლის რიგებში 12-12 ქულა ჰქონდათ მაილს კეილსა და ჯარედ როდენსაც. ვილანოვას რიგებში 23 ქულით საუკეთესო იყო ჯერემაია რობინსონ-ირლი, ვინც სანდროს კონკურენტია კარლ მელოუნის პრიზისთვის ბრძოლაში. 

სეტონ ჰოლს 9-8 ბალანსი აქვს, ბილანოვას კი - 11-1 და კონფერენციაში პირველ ადგილზეა. 4 თებერვალს (04:00 თბილისის დროით) სეტონ ჰოლი პროვიდენსს ესტუმრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები