Thumbnail
  • ანდორა 83:89 ტენერიფე
  • შერმადინმა ყოფილ გუნდს მოუგო და MVP გახდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 22-ე ტურში გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ ანდორას სტუმრად 89:83 სძლია, მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) კი საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი გახდა.

შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:40 წუთში 19 ქულა, 7 მოხსნა (5 შეტევაში), 3 პასი მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 11-დან 6 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.

ტენერიფეს 21 მატჩში 17 მოგება და 4 მარცხი აქვს. გიორგის გუნდი ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და 34 ქულა აქვს. ესპანური კლუბი მომდევნო ტურში თორნიკე შენგელიას ყოფილ გუნდს ბასკონიას შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები