Thumbnail

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა დინამო ბათუმმა კიდევ ერთი მოთამაშე დაიმატა. აჭარული გუნდის რიგებში გაგი მარგველაშვილი ითამაშებს. 24 წლის მცველმა ზღვისპირელებთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

პოპსპორტი გაგი მარგველაშვილს დაუკავშირდა. ბათუმელების ახალწვეულის თქმით, მისი და გუნდის მთავარი მიზანი მომავალ სეზონში საქართველოს ჩემპიონობა იქნება. 

POPSPORT: როგორ შეაფასებ დინამო ბათუმში ტრანსფერს?

გაგი მარგველაშვილი: დინამო ბათუმში ტრანსფერს დადებითად შევაფასებ. ჩემი და კლუბის მიზნები საერთოა. მინდა, რომ გუნდის წინსვლაში ჩემი წვლილი შევიტანო.  

POPSPORT: სხვა კლუბებისგან თუ იყო შემოთავაზება?

მარგველაშვილი: კი, იყო სხვა კლუბებიდანაც შემოთავაზებები, მაგრამ დინამო ბათუმში თამაში ვამჯობინე. ამის მიზემი მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე და სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილია. მათი დახმარებით მივიღე გადაწყვეტილება, რომ დინამო ბათუმში მეთამაშა.   

გია გეგუჩაძეს 21-წლამდელთა ნაკრებიდან ვიცნობ და მომწონს მისი საფეხბურთო ფილოსოფია. გემოვნებიანი მწვრთნელია. ახალგაზრდულ ნაკრებში მცირე ხნით მოგვიწია თანამშრომლობა და მსურს, რომ დინამო ბათუმში მასთან ერთად დიდი პერიოდი გავატარო და როგორც ფეხბურთელი გავიზარდო.      

გაგი მარგველაშვილმა 2020 წლის ეროვნულ ლიგაში საბურთალოს 17 მატჩში 3 გოლი გაიტანა
📸 | FB Saburtalo

POPSPORT: ბათუმში მოგიწევს ცხოვრება. რამდენად მარტივი იქნება შენთვის ადაპტაციის პერიოდი?

მარგველაშვილი: არ მგონია, რომ ადაპტაცია გამიჭირდეს, მითუმეტეს, იმ ხალხის დამსახურებით, რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ და ფეხბურთი უყვართ. ბათუმს ხშირად ვსტუმრობდი და ხანდახან რამდენიმე კვირითაც ვრჩებოდი. ქალაქი ძალიან მომწონს. გუნდში ბევრი ნაცნობი ფეხბურთელია, ზოგთან მეგობრობაც მაკავშირებს. ასე რომ, არ მგონია ქალაქსა და გუნდთან ადაპტაცია გამიჭირდეს.   

POPSPORT: დინამო ბათუმს გამორჩეული გულშემატკივრები ჰყავს, რომლებიც მომავალ სეზონში შენი ქომაგებიც იქნებიან. როგორი განწყობით ხარ მათ მიმართ და ზოგადად, რას ნიშნავს შენთვის სავსე ტრიბუნების წინ თამაში?

მარგველაშვილი: ერთ-ერთი მიზეზი, რამაც დინამო ბათუმში მოსვლა გადამაწყვეტინა,  გულშემატკივრებია, რომლებიც ტრიბუნებს ყოველთვის ავსებენ. როდესაც დინამო ბათუმის წინააღმდეგ ვთამაშობდი, ამ კლუბის გულშემატკივრები მოტივაციას ჯერ კიდევ მაშინ მმატებდნენ და ახლა, როცა მათი მოთამაშე ვიქნები, მოტივაცია გაორმაგებული მექნება. მიმაჩნია, რომ დინამო ბათუმს საქართველოში გამორჩეული გულშემატკივრები ყავს.

POPSPORT: დინამო ბათუმს ახალი სტადიონი აქვს. რას იტყვი ამის შესახებ?

მარგველაშვილი: ახალი სტადიონი ძალიან მომწონს და ველოდები, როდის შედგება ჩემი დებიუტი ახალ არენაზე. ბათუმში ერთ-ერთი გამორჩეული და ლამაზი სტადიონი აშენდა. მიხარია, რომ საქართველოს ასეთი კარგი არენა შეემატა.           

POPSPORT: დინამო ბათუმი ახალ ევროტურნირზე - კონფერენსლიგაზე იასპარეზებს. შენი აზრით, რამდენად შეუძლია გუნდს ახალი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა?

მარგველაშვილი: ვფიქრობ, ყველაფერი შესაძლებელია. ის რესურსი, რაც დღეს დინამო ბათუმს აქვს, შედეგის მომტანი იქნება. გუნდს ისეთი შემადგენლობა და სამწვრთნელო შტაბი ყავს, ჩემი აზრით, კლუბს კონფერენსლიგაზე მოხვედრის შანსი აქვს.   

POPSPORT: რა იქნება ახალ სეზონში დინამო ბათუმის მთავარი მიზანი?

მარგველაშვილი: ახალ სეზონში ჩემი და დინამო ბათუმის მიზანი საქართველოს ჩემპიონობა იქნება. საბურთალოსთან ერთად ჩემპიონობა ვიზეიმე და მინდა, ეს სიამოვნება ამჯერად დინამო ბათუმთან ერთად განვიცადო.

დინამო ბათუმი 2:2 გაგრა [ამხანაგური მატჩი]

დინამო ბათუმი 2:2 გაგრა [ამხანაგური მატჩი] [📹+💬]

Posted by FC Dinamo Batumi on ოთხშაბათი, 27 იანვარი, 2021


დინამო ბათუმმა გაგი მარგველაშვილამდე ოფიციალურად დაადასტურა: ლაზარე კუპატაძის, ლუკაშ გროცურეკის, ოლეკსანდრ აზაცკისვამარა სანოგოსგიორგი ზარიასრაფაელ ჩუკვურასსანდრო ალთუნაშვილისგრიგოლ ჩაბრაძისა და გიორგი ფანცულაიას ტრანსფერები.

კომენტარები

ბოლო ამბები