- ცსკა 66:69 ბაიერნი
- ცსკა-ს ქართველმა ფორვარდმა ბაიერნთან 2-ქულიანი ეფექტურად ჩააგდო
- ევროლიგამ შენგელიას გდება ტურის გამორჩეულ მომენტებში დაასახელა
ცსკა-ბაიერნის მატჩში თორნიკე შენგელიას ეფექტური 2-ქულიანი გდების ეპიზოდი ევროლიგის 23-ე ტურის მომენტების ტოპათეულში მოხვდა.
მოსკოვური გუნდის ქართველმა მძიმე ფორვარდმა ბაიერნთან 29 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა, ასევე 3-3 მოხსნა და პასი დააგროვა. საბოლოოდ ცსკა ანგარიშით 66:69 დამარცხდა.
შენგელია ეფექტური მოქმედებით შეხვედრის პირველ მეოთხედში გამოირჩა. თორნიკემ ბურთი მოედნის კიდესთან მიიღო, ფარისკენ დაიძრა და ისე ჩააგდო, მეტოქე გუნდის ორმა კალათბურთელმა ხელი ვერაფრით შეუშალა. ეს ეპიზოდი ევროლიგის 23-ე ტურის TOP 10-ში მერვე ადგილზე გავიდა.
გასული 23 ტურის შემდეგ, მოსკოვის ცსკა ევროლიგაში მეორე ადგილზეა და ლიდერ ბარსელონას ჩამორჩება. შენგელიას გუნდი მომდევნო მატჩს 4 თებერვალს, ვალენსიასთან გამართავს.
კომენტარები