Thumbnail

შოთა არველაძეს თურქეთის ჩემპიონი განიხილავს - ერდოღანის კლუბი მწვრთნელს ეძებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

შოთა არველაძეს, რომელიც ტაშკენტის ფახთაქორთან განშორების შემდეგ შეთავაზებებს განიხილავს, თურქეთის მოქმედ ჩემპიონს - სტამბოლის ბაშაქშეჰირს უკავშირებენ. 

თურქული მედიის ცნობით, 47 წლის ქართველი სპეციალისტი ერთ-ერთი კანდიდატია ბაშაქშეჰირში, რომელიც ახლახან მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. სტამბოლის კლუბი, რომელიც თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის, შოთასთან ერთად ცნობილ თურქ სპეციალისტს ტაიფუნ ქორქუთსაც განიხილავს, რომელსაც ჰანოვერში, კაიზერსლაუტერნში, ლევერკუზენსა და შტუტგარტში მუშაობის გამოცდილება აქვთ. 

ბაშაქშეჰირის ღირსებას ამჟამად სენეგალელი დემბა ბა იცავს 

ბაშაკშეჰირის ისტორიის შემოქმედი ოკან ბურუკი კი, რომელმაც 2019/20 წლების სეზონში გუნდი თურქეთის ჩემპიონი გახადა, სტამბოლის კლუბს ახლახან დაშორდა. თურქულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯფუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ვეღარც თურქეთის სუპერლიგაში ამართლებს მოლოდინს - ჩატარებული 20 მატჩის შემდეგ 24 ქულა აქვს და ცხრილში მე-15 პოზიციას იკავებს. ამჟამად ბაშაქშეჰირი მწვრთნელის ძიებაშია. 

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძეს თურქეთში მწვრთნელად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, სადაც 2010-15 წლებში კაისერისპორს, ქასიმფაშასა და ტრაბზონსპორს წვრთნიდა. ქართველი სპეციალიტის ბოლო უზბეკეთში მუშაობდა, სადაც ფახთაქორს ორ-ორჯერ ქვეყნის ჩემპიონობა და თასი მოაპოვებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები