Thumbnail

'აიაქსს უარს ვინ ეტყვის?!' - შოთა ნიდერლანდებში დაბრუნებას არ გამორიცხავს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • შოთა არველაძემ ამსტერდამის აიაქსის გულშემატკივრების საიტს ინტერვიუ მისცა
  • 47 წლის სპეციალისტმა სხვადასხვა კლუბებისგან მიღებულ წინადადებებზე ისაუბრა 

ამსტერდამის აიაქსის გულშემატკივართა საიტმა ajaxshowtime.com-მა ამ გუნდის ყოფილ თავდამსხმელთან შოთა არველაძესთამ ინტერვიუ ჩაწერა, სადაც სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის მის სამწვრთნელო კარიერაზეც ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 47 წლის ქართველ სპეციალისტს ტაშკენტის ფახთაქორთან განშორების შემდეგ, ახალ კლუბთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აქამდე არ მიუღია. 

შოთა არველაძეს აიაქსის მაისურით 55 გოლი აქვს გატანილი

"რომელ ქვეყანაში ვისურვებდით მუშაობას? ეს მხოლოდ ჩემს სურვილზე არაა დამოკიდებული. უკვე ვიმუშავე თურქეთსა და ისრაელში. მოტივირებული და ვარ მსურს, სწრაფად დავსაქმდე. ამ დროისთვის თურქული კლუბებისგან უკვე მაქვს წინადადებები და არამხოლოდ ამ ქვეყნიდან. იყო შემოთავაზება როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების ნაკრებებიდანაც. საბოლოოდ ისეთ არჩევანს გავაკეთებ, რომელიც უმჯობესი იქნება როგორც ჩემი კარიერისთვის, ისე პირადად ჩემთვის. 

მაგრამ როდის გავაკეთებ ამ არჩევანს, ეს არ ვიცი. არის წინადადებები, რომლებზეც უარის თქმა ძნელია, არის წინადადებები, რომლებზეც ვფიქრობ, რომ თავის შეკავება ჯობს. ამჟამად თურქეთიდან შეთავაზება ორი თუ სამი კლუბისგან მაქვს. ყველა მათგანს ახალი პროექტის დასწყება სურს, მაგრამ როდესაც ვეკითხები, რას ითხოვენ ჩემგან, როგორც მწვრთნელისგან, პასუხი არ აქვთ. რა თქმა უნდა, გამარჯვებები ყველას უნდა". 

შოთა არველაძე აზ ალკმაარში ლუი ვან გაალის თანაშემწე იყო

შოთას მის ყოფილ კლუბში, ამსტერდამის აიაქსში დაბრუნების შესაძლებლობაზეც ჰკითხეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი აიაქსის ღირსებას 1997-2001 წლებში იცავდა და მასთან ერთად ნიდერლანდების ჩემპიონი და თასის მფლობელი (2-ჯერ) გახდა. არველაძე, რომელსაც კიდევ 2 წელიწადი აზ ალკმაარში აქვს გატარებული, ამბობს, რომ ნიდერლანდებში სამუშაოდ დაბრუნების ვარიანტსაც განიხილავს.

"აიაქსის შეთავაზებაზე უარს ვინ იტყვის? ნებისმიერი, ვისაც იქ უთამაშია და წარმატებისთვის მიუღწევია, წინადადების ინგორირებას ვერ შეძლებს.

ნიდერლანდებიდან სამი შემოთავაზება უკვე მქონდა, მათ შორის - ვიტესისა და აზ ალკმაარისგან, მაგრამ არ შემეძლო მათი მიღება, რადგან სხვა კლუბში ვმუშაობდი. ამ დროისთვის ერთი ჰოლანდიური კლუბია დაინტერესებული. ასე რომ, ნიდერლანდებში დაბრუნების შესაძლებლობაც არსებობს", - ამბობს შოთა. 

შოთამ ფახთაქორში ყველაფერი მოიგო

შოთა არველაძე ბოლოს ტაშკენტის ფახთაქორს წვრთნიდა, სადაც ტყუპისცალ არჩილ არველაძესა და გოჩა ტყებუჩავასთან ერთად, 2017-2020 წლებში მუშაობდა და გუნდს ზედიზედ ორჯერ უზბეკეთის ჩემპიონობა და თასი მოიპოვებინა. მანამდე ქართველი სპეციალისტი თურქულ კლუბებს: კაისერისპორს, კასიმფაშასა და ტრაბზონსპორს, ასევე თელ ავივის მაკაბის წვრთნიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები