Thumbnail
  • 'გუნდმა სატრანსფერო ბაზარზე უდიდესი სამუშაო გასწია და მეტი დრო სჭირდებოდა'
  • იურგენ კლოპმა ფრენკ ლამპარდის უსამსახუროდ დატოვებას არასწორი ნაბიჯი უწოდა

ინგლისური ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ჩელსის თავკაცის ფრენკ ლამპარდის დათხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ლონდონური კლუბის ხელმძღვანელ რომან აბრამოვიჩს მეტი მოთმინება მართებდა.

“ვფიქრობ, ფრენკის უსამსახუროდ დატოვება ძალიან რთული იყო. ჩელსიმ სატრანსფერო ბაზარზე უდიდესი სამუშაო გასწია და გუნდს მეტი დრო სჭირდებოდა. ეს სრულიად ნორმალურია. ასეთ ადრეულ ეტაპზე ამ ნაბიჯის გადადგმა მკაცრი გადაწყვეტილება იყო. მისტერ აბრამოვიჩი შანსს იძლევა, თუმცა, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ მსოფლიოში ყველაზე მომთმენი ადამიანია. ფრენკს ვუთანაგრძნობ, ეს მისი კლუბი იყო”, - განუცხადა კლოპმა Liverpool Echo-ს.

შეგახსენებთ, რომ ჩელსიმ ლამპარდის განთავისუფლების შესახებ განცხადება 25 იანვარს გაავრცელა, მომდევნო დღეს კი, მთავარი მწვრთნელად გერმანელი თომას ტუხელი დანიშნა. ეს უკანასკნელი ფრანგულმა პსჟ-მ გასული წლის დეკემბერში დაითხოვა. ლონდონურ კლუბს პრემიერლიგის 19 ტურში 29 ქულა გააჩნია და პრემიერლიგაში მე-10 ადგილი უკავია. ჩელსი მომდევნო მატჩს დღეს, შინ, ვულვზთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები