Thumbnail

ყუფარაძე პრესტიჟული ტურნირის ჩემპიონია - სენსაციური მოგება ნაკამურასთან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა მოჭადრაკემ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი დიდოსტატი დაამარცხა
  • Titled Tuesday Blitz ვირტუალურ საჭადრაკო სივრცეში ყველაზე წარმომადგენლობითია

გიგა ყუფარაძის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე Chess.com გამართული Titled Tuesday Blitz.

აღსანიშნავია,რომ  ქართველმა დიდოსტატმა გადამწყვეტ ტურში მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა (კლასიკურ ჭადრაკშის ის მსოფლიო რეიტინგის ოცეულში შედის) დაამარცხა.

ქართველმა მოჭადრაკემ 38-ე სვლაზე იმარჯვა

ტურნირი შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და მასში 68 ქვეყნის 747 ტიტულოვანი მოჭადრაკე მონაწილეობდა. პარტიები შემდეგი რეგლამენტით მიმდინარეობდა: 3 წუთი+2 წამი პირველივე სვლიდან.

შეჯიბრი ყოველ სამშაბათს იმართება და ვირტუალურ საჭადრაკო სივრცეში ყველაზე წარმომადგენლობითია. მასში მონაწილეობა  მხოლოდ საერთაშორისო ტიტულის მქონე მოჭადრაკეებს შეუძლიათ.

ყუფარაძემ სწორედ უძლიერეს მეტოქეებთან პაექრობაში მოახერხა 10.0 ქულის მოგროვება და ხსენებულ ნაკამურასა და აშშ-ს კიდევ ერთ წარმომადგენელ ჯეფრი ქსიონს 0.5 ქულით აჯობა.

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები